შალვა პაპუაშვილი – მნიშვნელოვანია, ბრიუსელი დაუბრუნდეს ევროკავშირის საბაზისო ღირებულებებს, როგორიცაა ადამიანის უფლებების პატივისცემა და სამართლის უზენაესობა – მნიშვნელოვანია, ყველა დონორი მოიქცეს პასუხისმგებლიანად

გუშინ, ჩვენ ვიხილეთ, ბრიუსელიდან ქართულ სახელმწიფოზე თავდასხმების მთელი წყება, რაც, ბოლო პერიოდში, სამწუხარო ტენდენციად იქცა, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილო წერს.
როგორც ის აღნიშნავს, ნაცვლად ამ ლეგიტიმურ და ფაქტებზე დაფუძნებულ კითხვებზე პასუხისა, ქართველი ხალხი იღებს პოლიტიკურად მოტივირებულ თავდასხმებს, რაც წინააღმდეგობაში მოდის ევროკავშირის გაცხადებულ ღირებულებებთან.
„გუშინ, ჩვენ ვიხილეთ, ბრიუსელიდან ქართულ სახელმწიფოზე თავდასხმების მთელი წყება, რაც, ბოლო პერიოდში, სამწუხარო ტენდენციად იქცა.
ამგვარი თავდასხმები განსაკუთრებით შემაშფოთებელია იმ პირობებში, როდესაც ევროკავშირის და მისი ზოგიერთი წევრის საბიუჯეტო თანხებიდან დადასტურებულად ფინანსდება
პროპაგანდა და დეზინფორმაცია.
სიძულვილის კამპანია და დემოკრატიული ინსტიტუტებისთვის ძირის გამოთხრა.
პოლიტიკური ნიშნით დევნა და ექსტრემიზმი.
ნაცვლად ამ ლეგიტიმურ და ფაქტებზე დაფუძნებულ კითხვებზე პასუხისა, ქართველი ხალხი იღებს პოლიტიკურად მოტივირებულ თავდასხმებს, რაც წინააღმდეგობაში მოდის ევროკავშირის გაცხადებულ ღირებულებებთან.
მნიშვნელოვანია, რომ ბრიუსელი დაუბრუნდეს ევროკავშირის საბაზისო ღირებულებებს, როგორიცაა ადამიანის უფლებების პატივისცემა და სამართლის უზენაესობა.
მნიშვნელოვანია, რომ ნაცვლად კითხვებისგან გაქცევისა, ყველა დონორი მოიქცეს პასუხისმგებლიანად და ლეგიტიმურ კითხვებს გამჭვირვალედ გასცეს პასუხი,” – წერს პაპუაშვილი.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კირცხალია: სისტემურ დანაშაულებს, მოწოდებებს და ქმედებებს, კანონმდებლობით გაეცემა შესაბამისი და უმკაცრესი პასუხი – ამოვქოლავთ ყველა ხვრელს, რაზეც კოლექტიური გიგაური და ლომჯარია პატრონებთან ერთად ეძებენ გზებს, შემოიტანონ ბინძური თანხები

ხატია დეკანოიძე – ვინც ოპოზიციას მისცა ხმა და ფიქრობს, რომ არჩევნები გაყალბდა, მათთვის ხელისუფლება ლეგიტიმური არ არის, წარმოუდგენელია მრავალი ათასი ადამიანი გაუშვა ციხეში – „ქართული ოცნება“ მიდის ევროკავშირსა და ნატო-ზე საბოლოოდ უარის თქმისკენ