– მნიშვნელოვანია, მომავალი მოწვევის პარლამენტის რეგლამენტში ბოიკოტის საკითხი უფრო ცალსახად გაიწეროს და არ იყოს საფუძველი, ზოგიერთმა ოპოზიციონერმა ხელფასი სამსახურში სიარულის გარეშე აიღოს

მნიშვნელოვანია, მომავალი მოწვევის პარლამენტის რეგლამენტში ბოიკოტის საკითხი უფრო ცალსახად გაიწეროს და არ იყოს საფუძველი, რომ ზოგიერთმა ოპოზიციონერმა ხელფასი სამსახურში სიარულის გარეშე აიღოს, – ამ განცხადებით გამოეხმაურა პარლამენტის თავმჯდომარე ოპოზიციის ნაწილის მხრიდან მიმდინარე კვირის პლენარული სხდომებისთვის ბოიკოტის გამოცხადების გადაწყვეტილებას.
როგორც პაპუაშვილმა ბიუროს სხდომაზე განაცხადა, ოპოზიცია პოლიტიკურ ბოიკოტს არდადეგებისთვის იყენებს.
“ბოიკოტი იმას არ ნიშნავს, რომ ვიღაცას სამსახურში სიარული ეზარება და ამიტომ დაწეროს, რომ არ მოდის, ან ვიღაც არ მოსწონს ან რაღაც არ მოსწონს ან ცუდ ხასიათზეა ან რაღაც პოლიტიკური მიზეზები აქვს. ბოიკოტი გულისხმობს განსახილველი საკითხის გამო სხდომაზე არდასწრებას. თავისი არსით ეს უნდა გულისხმობდეს პლენარული სხდომის რაღაც მონაკვეთზე არდასწრებას, როდესაც ეს საკითხი განიხილება“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

მიხეილ სარჯველაძე – უცხოეთში შეგიმჩნევიათ კონკურენტი სააფთიაქო დაწესებულება რიგში ჩაწყობილი, გვერდიგვერდ? რასაკვირველია, ეს უცნაურობაა – რეგულირებას რაც შეეხება, ეს შეიძლება, თუმცა დაფიქრება გვმართებს

“იცით, რა არის ეს? ეს არის სისტემა, რომელიც ინვესტორს აძლევს უფლებას, პირდაპირ უჩივლოს სახელმწიფოს საერთაშორისო არბიტრაჟში (მაგალითად, ვაშინგტონში, მსოფლიო ბანკის ეგიდით მოქმედ ICSID-ში). შედეგად, საქართველო მიიღებს მრავალმილიარდიან სარჩელს…”