შალვა პაპუაშვილი – მთავარი პრობლემაა, რომ დღეს არასამთავრობო სექტორში დომინირებენ „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური ლიდერები – ისმის მუქარები, რომ ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში დაიწყონ აღსრულების ვენდეტა

სავსეა არასამთავრობო სექტორი ხალხით, რომლებიც არათუ სააკაშვილის პერიოდში იყვნენ საჯარო სამსახურში, არამედ იყვნენ პოლიტიკური ლიდერები, მინისტრები, მინისტრის მოადგილეები. ეს არის მთავარი პრობლემა, რომ დღეს არასამთავრობო სექტორში დომინირებენ „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური ლიდერები, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.
მისივე თქმით, განცხადებები და მუქარები არის მათი სურვილების გამხელა, ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში დაიწყონ აღსრულების ვენდეტა, რომელიც მათ ჩაფიქრებული აქვთ.
„განცხადებები და პირდაპირი მუქარა, არის იმის შედეგი, რომ არასამთავრობო სექტორად წარმოდგენილები არიან „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი მაღალჩინოსნები და პოლიტიკური ლიდერები. ნოდარ ხარშილაძე გახლავთ თავდაცვის და შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის, ყოფილი მოადგილე. „ნაციონალური მოძრაობის“ პერიოდში ბაჩო ახალაიას მოადგილე იყო. დღეს როცა უცხოური დაფინანსებით ადამიანი არის სამოქალაქო საზოგადოება, ეს არის ცინიზმი. რასაც „ნაციონალური მოძრაობა“ ხელისუფლებაში აკეთებდა, პირდაპირ მუქარა და ამ მუქარის ასრულება, იმავეს აგრძელებენ. ამიტომ ეს წამოცდენები არ არის შემთხვევითი. ზუსტად ეს არის მათი პოლიტიკა. ზუსტად ეს არის მათი მუქარის შედეგი. პრობლემაა ის, რომ ასეთი ადამიანები უცხოურ დაფინანსებას იღებენ და ეს საელჩოები წარმოგვიდგენენ მათ, ვითომ ისინი არიან სამოქალაქო საზოგადოება და არასამთავრობო სექტორი. სავსეა არასამთავრობო სექტორი ხალხით, რომლებიც არათუ სააკაშვილის პერიოდში იყვნენ საჯარო სამსახურში, არამედ იყვნენ პოლიტიკური ლიდერები, მინისტრები, მინისტრის მოადგილეები. ეს არის მთავარი პრობლემა, რომ დღეს არასამთავრობო სექტორში დომინირებენ „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური ლიდერები და სწორედ ამიტომ ისმის მუქარები, რაც არის მათი სურვილების გამხელა – ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში დაიწყონ აღსრულების ვენდეტა, რომელიც მათ ჩაფიქრებული აქვთ. ბოლო პერიოდში ვნახეთ აღიარებები, მათ შორის, პოლიტიკური პარტიებიდან, რომ ისინი ყალბი NGO-ების დაფუძნებით იღებენ უცხოურ დაფინანსებას. ჩვენ ვნახეთ აღიარებები, რომ არსებობს ფონდები, რომლებიც მალავენ საკუთარ ხარჯებს საქართველოში. დღეს ამ მდგომარეობაში ვართ, თუმცა, სამწუხაროდ, ჩვენ ვაწყდებით ყრუ კედელს დონორების მხრიდან. მიუხედავად იმისა, რომ რამდენჯერმე მოვუწოდეთ საჯაროდ და პირდაპირი შეხვედრების დროს, რომ გაასაჯაროონ საკუთარი დაფინანსებები საქართველოში, სამწუხაროდ, კვლავ რამდენიმე დონორი ორგანიზაცია მალავს, თუ რაში ხარჯავს ის საქართველოში ფულს. კეთილი საქმეების დამალვა არავის სჭირდება. როცა რაღაცას მალავენ, ე.ი. ამის უკან არ დგას კეთილი საქმეები. ჩვენ ვნახეთ ზოგიერთ ორგანიზაცია, მაგალითად: „ევროპის დემოკრატიის ფონდი“, რომელიც აფინანსებდა ჯარიმების გადახდას იმ ადამიანებისთვის, ვინც წესრიგსა და კანონს არღვევდა; ჩვენ ვნახეთ, რომ ზოგიერთი დონორი ორგანიზაცია ფარულად აფინანსებს პოლიტიკურ პარტიებს; ჩვენ ვნახეთ, რომ ზოგიერთი დონორი ორგანიზაცია აფინანსებს რადიკალურ ორგანიზაციებს, რომლებიც ძალადობით არიან გამორჩეულები. ასე რომ, ეს ფაქტები ჩვენთვის შემთხვევით ხდება – ხოლმე ცნობილი. კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ ყველა დონორს და საელჩოს გაასაჯაროონ საკუთარი დაფინანსებები, ვინაიდან ეს არის რუსული სტილი, როცა სხვა ქვეყანაში ფარულად, სპეცსამსახურების მეთოდებით, ხდება იატაკქვეშა საქმიანობების დაფინანსება“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
ცნობისთვის, „სტრატეგიული ანალიზის ცენტრის“ დამფუძნებელმა, ნოდარ ხარშილაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „პოლიტიკური სივრცე“ განაცხადა, რომ „ქართული ოცნება“ გაზარმაცდა. მისივე მოსაზრებით, ოპოზიცია ცოტა ძლიერი რომ იყოს, ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვების დიდი შანსი ექნებოდა. როგორც ხარშილაძე აცხადებს, ოპოზიციის დაქუცმაცებით „ქართული ოცნება“ დაკარგულ ხმებს მიიღებს, რაც კიდევ ერთხელ „გადაარჩენს“ მმართველ ძალას.

ასევე დაგაინტერესებთ