შალვა პაპუაშვილი მეცოლას – გილოცავთ ევროპარლამენტის პრეზიდენტად ხელახლა არჩევას – მოწადინებულები ვართ, ვიმუშაოთ თქვენთან, რათა გავაძლიეროთ ჩვენს პარლამენტებს შორის ურთიერთობები და საქართველო ევროკავშირს კიდევ უფრო დავუახლოვოთ

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ევროპარლამენტის პრეზიდენტს რობერტა მეცოლას ხელახლა არჩევას ულოცავს.
პარლამენტის თავმჯდომარე მეცოლას წარმატებას უსურვებს.
“პატივცემულო რობერტა, გილოცავთ ევროპული პარლამენტის პრეზიდენტად ხელახლა არჩევას. გისურვებთ წარმატებას თქვენს ძალისხმევაში, გააძლიეროთ „დემოკრატიის სახლი“ და მისი როლი ევროკავშირის საქმეებში. გიდასტურებთ, რომ მოწადინებულები ვართ, ვიმუშაოთ თქვენთან, რათა გავაძლიეროთ ჩვენს პარლამენტებს შორის ურთიერთობები და საქართველო ევროკავშირს კიდევ უფრო დავუახლოვოთ”, – წერს პარლამენტის თავმჯდომარე.

ასევე დაგაინტერესებთ

მამუკა ხაზარაძე – გახარიას შევთავაზე, რადგან წარსულის კონფლიქტიდან მოვდივართ, ხომ არ ჯობია ჩვენ არ ვიყოთ სიაში და ახალგაზრდებს დავუჭიროთ მხარი – შეიძლება ჩათვალა, რომ ეს იწვევდა მისი პოლიტიკიდან ჩამოშორებას, რაც ასე არ არის