შალვა პაპუაშვილი – მას შემდეგ, რაც ირაკლი კობახიძე პრემიერი გახდა, ოპოზიციას 7-ჯერ შეეძლო მასთან საპარლამენტო ფორმატში დებატები, არც ერთი ინტერპელაცია არ გამოიყენეს – რატომ არ გამართეს? იმიტომ, რომ ეშინიათ

მას შემდეგ, რაც ირაკლი პრემიერ-მინისტრი გახდა, ოპოზიციას 7-ჯერ შეეძლო მასთან საპარლამენტო ფორმატში დებატები. არც ერთი ინტერპელაცია არ გამოიყენეს, შეეძლოთ, პარლამენტში დაებარებინათ და მასთან დებატები გაემართათ, რატომ არ გამართეს? იმიტომ რომ ეშინიათ, სინამდვილეში, არაფერი სათქმელი არ აქვთ, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
მისივე განმარტებით, 14 მილიარდიანი დაფინანსების დაკარგვასთან დაკავშირებით ოპოზიციის განცხადებები „ოსტაპ ბენდერის დონის ტყუილია“.
„თუ ეს სიმართლეა, რაში სჭირდება ამას დებატები, ქართველ ხალხს უმალავენ ამ სიმართლეს, თუ რა ჰგონიათ, ღირსი არ არის ხალხი, რომ იცოდეს? ეს არის „ოსტაპ ბენდერის“ დონის ტყუილები, რასაც ოპოზიცია ავრცელებს. ს პრინციპში შეეფერება, ის ეჭიდება ხოლმე მსუყე ტყუილებს, წვრილმან ტყუილებს არ კადრულობს, ამიტომ მის სტილშია ეს ყველაფერი. ამას წინათ ვთქვი, ალბათ, ერთ კვირაზე მეტია, რაც ეს აბსოლუტური აფერა „ნაციონალურმა მოძრაობამ“ წამოიწყო 14 მილიარდთან დაკავშირებით. ჩვენ გვყავს NGO-ები, რომლებიც მილიონებს იღებენ უცხოეთიდან იმისთვის, რომ თითქოს, დეზინფორმაცია უნდა ამხილონ, მათ შორის, განსაკუთრებით, საარჩევნო კამპანიაში ტყუილები ამხილონ. სწრაფები არიან ხოლმე იმისთვის, რომ იქნებ, „ქართული ოცნება“ რაღაცაში გამოიჭირონ და ა.შ. არც ერთ, უცხოური დაფინანსების NGO-ს ხმა არ ამოუღია ამ სიყალბეზე, რომელსაც „ნაციონალური მოძრაობა“ ავრცელებს, ესეც უცხოური ჩარევაა არჩევნებში, რადგან უცხოელები იხდიან ფულს და გვეუბნებიან, ეს არის ინდიკატორი, თუ ეს NGO იტყვის, რომ ტყუილია, ე.ი. ტყუილია, თუ ჩუმად არის, ე.ი. ეს ტყუილი არ ყოფილა, ასე ჰყავთ გაჩუმებული ეს NGO-ები, ხმას არ იღებენ იმისთვის, რომ ამ ტყუილმა და სიყალბემ მოიაროს მედია, სოცქსელები, ადამიანის ტვინში შევიდეს და გაჯდეს, როგორც სიმართლე, ესეც უცხოური ჩარევის ერთ-ერთი მაგალითია, როცა დეზინფორმაციის წინააღმდეგ მებრძოლი ე.წ. NGO-ები, მილიონერი NGO-ები ჩუმად არიან და ამაზე ხმას არ იღებენ.
რაც შეეხება დებატებს, მას შემდეგ, რაც პრემიერ-მინისტრი გახდა, ოპოზიციას 7-ჯერ შეეძლო მასთან საპარლამენტო ფორმატში დებატები. არც ერთი ინტერპელაცია არ გამოიყენეს, შეეძლოთ, პარლამენტში დაებარებინათ და მასთან დებატები გაემართათ, რატომ არ გამართეს? იმიტომ რომ ეშინიათ, სინამდვილეში, არაფერი სათქმელი არ აქვთ. ჩვენ ხომ ვხედავთ, რომ მათი მთელი წინასაარჩევნო კამპანია უცხოური განცხადებებია. დღე არ გადის – ახლა მიხაილ როთი ჩამოვიდა, სადღაც რაღაც განცხადებაა, ყოველდღე აძლევენ თემას ოპოზიციას იმისთვის, რომ რაღაც სასაუბრო იყოს, თავად ოპოზიციას არაფერი სათქმელი არაფერი აქვს. მთლიანად, მათი კამპანია აწყობილი და მართულია გარედან“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ნიკა გვარამია – „ნაცმოძრაობას“ გაუვრცელებია ბანერები, რომ სააკაშვილის პარტია 5 ნომერია – მინდა დავამშვიდო ამაზე მონერვიულე „ნაცმოძრაობის“ წევრები თუ მომხრეები: ნამდვილად მხოლოდ ისინი არიან სააკაშვილის პარტია და ჩვენ, ნომერი 4 ნამდვილად არა