მარგუს ცაჰკნას განცხადებაზე – ეს ხალხი ჩვენგან ითხოვდა რუსეთთან ესკალაციას, თან საერთოდ არაფრის გარანტიას არ გვაძლევდა, ახლა, საკუთარი ჯარისთვის, რომელიც არის ნატო-ს ჯარიც, ითხოვენ უსაფრთხოების გარანტიებს

ეს ხალხი ჩვენგან ითხოვდა რუსეთთან ესკალაციას, თან საერთოდ არაფრის გარანტიას არ გვაძლევდა, ახლა, საკუთარი ჯარისთვის, რომელიც ამავე დროს არის ნატო-ს ჯარი, ითხოვენ უსაფრთხოების გარანტიებს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე სოციალურ ქსელში წერს.
კერძოდ, პაპუაშვილი ეხმაურება ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, მარგუს ცაჰკნას განცხადებას, რომლის თანახმად, თუ უსაფრთხოების გარანტიები სამშვიდობო ძალებსაც მოიცავს, უკრაინაში გაგზავნის ჯარებს.
„ეს ხალხი ჩვენგან ითხოვდა რუსეთთან ესკალაციას, ისე, რომ თან საერთოდ არაფრის გარანტიას არ გვაძლევდა, და ახლა, საკუთარი ჯარისთვის, რომელიც ამავე დროს არის ნატოს ჯარი, ითხოვენ უსაფრთხოების გარანტიებს.
ავღანეთის ნატო-ს მისიაში ესტონეთის ყველაზე დიდი კონტინგენტი 150-ს შეადგენდა, ჩვენი – 1560 ჯარისკაცს”, – წერს პაპუაშვილი.

ასევე დაგაინტერესებთ

გიგა ბოკერია – „ოპოზიციური ალიანსის“ ამოცანაა იმ ხარისხის მშვიდობიანი პროტესტი, რომელიც რეჟიმს აიძულებს, დათმოს ძალაუფლება – როდესაც პოლიტიკურად კედელთან იქნებიან მიყენებული, მოლაპარაკებები რეალური იქნება