შალვა პაპუაშვილი მამუკა ხაზარაძეზე – მისი მდგმურისკენ რომ ხელს იშვერს თავის დასაძვრენად, ეს ცალკე უბედურებაა, მაგრამ, ბანკირს ის უნდა, დაგვაჯეროს, რომ ეგონა, მის საშემოსავლოს სხვა გადაიხდიდა?

მისი მდგმურისკენ რომ ხელს იშვერს თავის დასაძვრენად, ეს ცალკე უბედურებაა, მაგრამ, ბანკირს ის უნდა, დაგვაჯეროს, რომ ეგონა, რომ მის საშემოსავლოს სხვა გადაიხდიდა?, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე სოციალურ ქსელში წერს.
როგორც პაპუაშვილი აღნიშნავს, ხაზარაძე ხელს ელჩ ფიშერისკენ იშვერს და ამბობს, რომ მას, სამი წელი, ეგონა, რომ ელჩს უნდა გადაეხადა ხაზარაძის საშემოსავლო გადასახადი.
“წყაროსთან დაბეგვრა-არდაბეგვრის გაუგებრობა”-ო, ამჯერად უკვე საგადასახადო თაღლითობაში გამოჭერილი ხაზარაძე, ისევ ტერმინების თაღლითური ჟონგლიორობით ცდილობს გამოძრომას.
რომ არ დავიბნეთ, “წყაროსთან დაბეგვრა-არდაბეგვრის საკითხი” ნიშნავს მხოლოდ ერთ რამეს, ვის უნდა გადაეხადა საშემოსავლო გადასახადი ხაზარაძეს თუ ელჩ ფიშერს. ანუ ხაზარაძე, ამ პოსტით, ხელს ელჩ ფიშერისკენ იშვერს და ამბობს, რომ მას, სამი წელი, ეგონა, რომ ელჩს უნდა გადაეხადა ხაზარაძის საშემოსავლო გადასახადი.
მისი მდგმურისკენ რომ ხელს იშვერს თავის დასაძვრენად, ეს ცალკე უბედურებაა, მაგრამ, ბანკირს ის უნდა, დაგვაჯეროს, რომ ეგონა, რომ მის საშემოსავლოს სხვა გადაიხდიდა?” – წერს პაპუაშვილი.

ასევე დაგაინტერესებთ