შალვა პაპუაშვილი ლიეტუვის მიერ 10 პირის დასანქცირებაზე – თურმე რა ბოღმას ატარებდა ბალტების პოლიტიკური ელიტა ქართველებზე, რომ დრო იხელთეს და უკვე, ლამის, ლოტოტრონით ირჩევენ სამიზნეს

თურმე რა ბოღმას ატარებდა ბალტების პოლიტიკური ელიტა ქართველებზე, რომ დრო იხელთეს და უკვე, ლამის, ლოტოტრონით ირჩევენ სამიზნეს, – ასე ეხმაურება პარლამენტის თავმჯდომარე ლიეტუვის მიერ საქართველოს კიდევ 10 მოქალაქის მიმართ სავიზო სანქციების დაწესებას.
„იმის გათვალისწინებით, რომ ბალტების პოლიტიკური ელიტა, დიდ წილად, კომუნისტური ნომენკლატურის ოჯახებისგან შედგება, ეს ბოღმა, აშკარად, საბჭოთა კავშირიდანაა ჩარჩენილი.
რაღაც მომენტში, სოვლაბი, ალბათ, ამ პოსტსაბჭოურ ფენომენსაც გამოიკვლევს, როდესაც მიხვდება, რომ უცხოური დაკვეთით ხელისუფლების დამხობა ისევ ჩაიშალა“, – წერს პაპუაშვილი.
შეგახსენებთ, ლიეტუვამ სავიზო სანქციები საქართველოს კიდევ 10 მოქალაქეს დაუწესა. აღნიშნულ პირებს ლიეტუვაში შესვლა ეკრძალებათ.
უფრო კონკრეტულად, ლიეტუვის მიგრაციის დეპარტამენტის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, სანქციები დაუწესდათ:
მოსამართლე ნინო გალუსტაშვილს,
მოსამართლე ჯვებე ნაჭყებიას,
მოსამართლე ირაკლი შვანგირაძეს,
მოსამართლე ვიქტორ მეტრეველს,
პროკურორ მარი მეშველიანს,
პროკურორ ნათია ტატიაშვილს,
აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს სულხან თამაზაშვილს,
პარლამენტის წევრ მარიამ ლაშხს,
პარლამენტის წევრ ნინო წილოსანს,
ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელ რაჟდენ კუპრაშვილს.
საერთო ჯამში, ლიეტუვის მიგრაციის დეპარტამენტის ვებგვერდის საძიებო სისტემაში ამ დროისთვის სულ საქართველოს 112 მოქალაქე იძებნება, რომელთა წინააღმდეგაც სავიზო შეზღუდვები მოქმედებს.

ასევე დაგაინტერესებთ

პაატა მანჯგალაძე – გაბრაზებული ხალხი მოდის, რომ 13-წლიანი დანაშაულებისთვის უზურპატორს პასუხი აგებინოს და ვიღაც ჩვენი კოლეგა გამოდის და ამბობს: „რომელიღაც საარჩევნო უბანზე არ უშვებენ წარმომადგენელს ან აგიტატორს”

კახა კალაძე – გავაკეთე ჩემი არჩევანი: „მშვიდობა საქართველოს და მეტი სიკეთე თბილისს“ – ერთადერთი ძალა, ვისაც რეალურად შეუძლია ამ ქვეყანაში მშვიდობა შეინარჩუნოს, არის „ქართული ოცნება“