ლიეტუვის ელჩზე – იმ ხელისუფლების წარმომადგენლები, რომელიც ში ომის პარალელურად რუსეთში ღვინის ექსპორტით პირველ ადგილზეა, პრინციპებზე ქედმაღლურად ნუ დაგველაპარაკებიან

იმ ხელისუფლების წარმომადგენლები, რომელიც ში ომის პარალელურად რუსეთში ღვინის ექსპორტით პირველ ადგილზეა, პრინციპებზე ქედმაღლურად ნუ დაგველაპარაკებიან! – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე სოციალურ ქსელში წერს.
პაპუაშვილის განცხადების ადრესატი ლიეტუვის ელჩი დარიუს ვიტკაუსკასია, რომლის განცხადებით, ყველაფერი საქართველოს ხელისუფლების ხელშია, ევროკავშირი ღიაა, მაგრამ იქ არის ღირებულებები და პრინციპები”.
„ძალიან გთხოვთ, იმ ხელისუფლების წარმომადგენლები, რომელიც უკრაინაში მიმდინარე ომის პარალელურად, მსოფლიოში პირველ ადგილზეა რუსეთში ღვინის ექსპორტით, თან ისე, რომ თავად ღვინოს არ აწარმოებს და რომლის საგარეო საქმეთა მინისტრები სხვა ქვეყანაში რადიკალების აქციებში მონაწილეობენ, ქედმაღლურად ღირებულებებზე და პრინციპებზე ნუ დაგველაპარაკებიან“, – წერს „ფეისბუქზე“ შალვა პაპუაშვილი.

ასევე დაგაინტერესებთ

ალექსანდრე ლუკაშენკო – თუ ეს ისეა, როგორც გადმოსცემენ, მაშინ პუტინის რეზიდენციაზე თავდასხმა სახელმწიფო ტერორიზმია – ვის აწყობდა ეს? ვის სჭირდებოდა ეს? ვვარაუდობ, რომ იმას, ვინც ვოლოდიმირ ზელენსკის უკან დგას

გივი მიქანაძე – საქართველო შევიდა იმ მცირერიცხოვანი ქვეყნების ჩამონათვალში, სადაც განათლების ხელმისაწვდომობა სახელმწიფოს მიერ მაქსიმალურად უზრუნველყოფილია – განათლების რეფორმის მნიშვნელოვანი ეტაპები 2026 წელს განხორციელდება