შალვა პაპუაშვილი – „ლელოს“ განცხადებაზე კომენტარსაც არ გავაკეთებ – ამ პარტიის მთელი სიყალბე არა მარტო ჩვენმა საზოგადოებამ ნახა, არამედ საერთაშორისო მასშტაბით გახდა ცნობილი

რაც შეეხება „ლელოს“ განცხადებას, კომენტარსაც არ გავაკეთებ, ამ პარტიის მთელი სიყალბე არა მარტო ჩვენმა საზოგადოებამ ნახა, არამედ საერთაშორისო მასშტაბით გახდა ცნობილი, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ს ტრაგედიიდან 1 წლისთავთან დაკავშირებით „ლელოს“ დეპუტატის, ს განცხადების კომენტირებისას აღნიშნა.
მისი თქმით, შოვის ტრაგედიასთან დაკავშირებით, ბევრი დეზინფორმაცია და ტყუილი ვრცელდებოდა.
„შარშან აგვისტოს დღეებში, ერის ერთიანობასთან ერთად ვხედავდით, სამწუხაროდ, ოპოზიციისა და ზოგიერთი არასამთავრობო ორგანიზაციის მხრიდან, ფაქტობრივად, ზურგში დანის ჩარტყმას, იმ პროცესის მიმართ, რომელიც მიმდინარეობდა. გახსოვთ რამდენი დეზინფორმაცია და ტყუილი ვრცელდებოდა და გვქონდა ამაზე საუბარი. 9 ყალბი ნარატივი დავითვალეთ პირველივე დღეებში და პირველივე საათებიდან დაიწყო ზოგიერთმა პარტიამ და არასამთავრობო ორგანიზაციამ, სიყალბეებისა და სიცრუის გავრცელება. ესეც სამწუხარო ნაწილია, რომ საზოგადოებაში, ნაცვლად იმისა, რომ ასეთ დღეებში ამ ერთიანობის ნაწილი იყვნენ და თუნდაც დღეს, უპირველეს ყოვლისა, გარდაცვლილთა სულებზე იფიქრონ, კვლავ სპეკულაციით ფიქრობენ პოლიტიკური დღის წესრიგის შექმნას.
რაც შეეხება „ლელოს“ განცხადებას, კომენტარსაც არ გავაკეთებ, ამ პარტიის მთელი სიყალბე არა მარტო ჩვენმა საზოგადოებამ ნახა, არამედ საერთაშორისო მასშტაბით გახდა ცნობილი.
დამფუძნებლები სასამართლოს მიერ დადასტურებულად თაღლითებად არიან ცნობილი. ასევე საერთაშორისო არბიტრაჟის მიერ დადასტურდა, რომ ცრუ პრეტენზიით ითხოვდნენ სახელმწიფო ბიუჯეტის მეოთხედს, რათა ჯიბეში ჩაედოთ. საერთოდ პოლიტიკაში რომ რჩებიან ამ ყველაფრის შემდეგ, როდესაც ეს სიყალბე გამოვლინდა, რომ თურმე რისთვის უნდოდათ მათ პოლიტიკაში ყოფნა, ეს არის საკვირველი და აქედან გამომდინარე, არ მგონია, ღირდეს მათზე კომენტარის გაკეთება“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ