შალვა პაპუაშვილი „ლელოსა“ და გახარიას პარტიაზე – საერთაშორისო თაღლითი და ყოფითი მატყუარა რომ ერთად დასხდებიან, გასაგებია, რა განაჩენსაც მიიღებენ ხალხისგან – თაღლითს რომ მატყუარა დაამატო, ამით არაფერი კარგი არ გამოდის

ოთხი პარტია გაიყო, აქედან ორი ადგილობრივ არჩევნებში არ მონაწილეობს, ორი მონაწილეობს – ეს არის დივერსიფიცირების მცდელობა, რომ ასეც სცადონ და ისეც სცადონ! – ასეთ შეფასებას პარლამენტის თავმჯდომარე აკეთებს.
აქვე პაპუაშვილმა დასძინა ისიც, რომ “თვითონაც იციან, არჩევნებში წარმატების შანსი რომ არ აქვთ, ამიტომაც ზოგიერთი ოპოზიციონერი რადიკალი გეგმას გულუბრყვილოდ ასაჯაროებს“.
“აქვთ გეგმა, რომ 4 ოქტომბერს შეიკრიბონ, ქვეყანა გადაატრიალონ და 90-იანი წლები გამართონ. მათ ეს დაკვეთა აქვთ მიღებული.
რაც შეეხება “ლელოსა“ და გიორგი გახარიას პარტიების გაერთიანებას, საერთაშორისო თაღლითი და ყოფითი მატყუარა რომ ერთად დასხდებიან, გასაგებია, რა განაჩენსაც მიიღებენ ქართველი ხალხისგან. თაღლითს რომ მატყუარა დაამატო, ამით არაფერი კარგი არ გამოდის და ხალხისგან შესაბამისს პასუხსაც მიიღებენ.
მათი მთავარი პირობაა, რომ თუკი ხელში ხელისუფლებას ჩაიგდებენ, უცხო ქვეყნის ინტერესებს მოემსახურებიან. როგორც კი ეტყვის მათ უკრაინის პრეზიდენტის თანაშემწის მოადგილის მძღოლი, მეორე დღესვე სთვის სანქციებს დააწესებენ. ქართველი ხალხის ინტერესის განხილვა შკალაშიც კი არ არის – იქნება მითითება სანქციებზე? დააწესებენ სანქციებს! იარაღით შევარდები! – შევარდებიან იარაღით! რა არ ამბობდნენ, ომი გვინდა და უსანქციობას სანქციები და ბომბები ჯობიაო?!“ – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.