ლევან იოსელიანს შეხვდა

პარლამენტის თავმჯდომარე სახალხო დამცველს, ლევან იოსელიანს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.
მათივე ცნობით, შალვა პაპუაშვილმა საქართველოს პარლამენტსა და სახალხო დამცველს შორის თანამშრომლობის კიდევ უფრო გააქტიურების მნიშვნელობას გაუსვა ხაზი და პარლამენტის მხრიდან მხარდაჭერის გაძლიერების აუცილებლობაზე გაამახვილა ყურადღება.
„საკანონმდებლო ორგანოში გამართულ შეხვედრაზე, სახალხო დამცველსა და საპარლამენტო კომიტეტებს შორის თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.
შეხვედრაზე აღინიშნა, რომ საქართველოს პარლამენტსა და სახალხო დამცველის ოფისს შორის ურთიერთობების გაღრმავებას კანონის უზენაესობის და ადამიანის უფლებების დაცვისთვის არსებითი მნიშვნელობა ენიჭება“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

ვალერი ჩეჩელაშვილი – ტრამპი პრაქტიკულად ყველაფერს აკეთებს, რომ რუსეთი შეასუსტოს და საკუთარი გავლენები გააძლიეროს – რუსეთი ყველა მხრიდან, „იდეალურ შტორმში“ ხვდება, შესაძლებლობები ეზღუდება და მოკავშირეები ხელიდან ეცლება

ნიკა ჩერქეზიშვილი მზია ამაღლობელის მხარდამჭერ მარშზე – ეს არ არის პარტიული ამბავი, ეს არის ეროვნული ამბავი და ნებისმიერი ადამიანი უნდა შეუერთდეს მას, მიუხედავად თავისი პარტიული კუთვნილებისა