შალვა პაპუაშვილი ლატვიის პარლამენტის განათლების, კულტურისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარეს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, ლატვიის რესპუბლიკის პარლამენტის – საეიმას განათლების, კულტურისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარე, აგიტა ზარინა-სტურესა და კომიტეტის წევრებს შეხვდა.
პარლამენტის პრესსამსახურის ცნობით, შალვა პაპუაშვილმა ლატვიურ მხარეს მადლობა გადაუხადა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, ევროპული და ევროატლანტიკური მიზნების მხარდაჭერისთვის. მან, აგრეთვე, აღნიშნა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიაში ლატვიის მონაწილეობის მნიშვნელობა.
„შალვა პაპუაშვილის თქმით, ორი ქვეყნის საპარლამენტო კომიტეტებს შორის სექტორული თანამშრომლობა ღრმავდება. მან ხაზი გაუსვა ლატვიის გამოცდილების მნიშვნელობას სახელოვნებო განათლების მიმართულებით.
აგიტა ზარინა-სტურემ საქართველოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღება მიულოცა.
მხარეებმა ისაუბრეს საქართველოს მეტ კულტურულ და საგანმანათლებლო ინტეგრაციაზე ევროპულ სივრცეში. ყურადღება გამახვილდა გაცვლით პროგრამებზე ახალგაზრდებისთვის, როგორც ევროპული ინტეგრაციის ხელშემწყობ მნიშვნელოვან ფაქტორზე.
აგიტა ზარინა-სტურემ აღნიშნა, რომ ლატვია მზადაა, მხარი დაუჭიროს საქართველოს და გამოცდილება გაუზიაროს ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

ალუდა ღუდუშაური – ჩვენი მიზანი არ არის, ვინმე დავსაჯოთ და დაპირისპირების კიდევ უფრო მეტ სპირალში შევიდეთ, არამედ ამ გაკვეთილებმა უნდა გვასწავლოს ერთი რამ: გვიყვარდეს ჩვენი ქვეყანა, გვიყვარდეს ერთმანეთი

თინა ბოკუჩავა საგამოძიებო კომისიაზე – ეს არის ღალატის კომისია რუსული დაკვეთით – საბჭოთა ჯალათი თეა წულუკიანი ვერ გადაწერს საქართველოს ისტორიას, „ნაციონალურ მოძრაობას” ვერაფერს დააკლებენ