შალვა პაპუაშვილი – კონსტიტუციის სამი დარღვევა, რომელსაც ზურაბიშვილი დღემდე აგრძელებს – საგარეო წარმომადგენლობა საქართველოს მთავრობის გარეშე, არ ნიშნავს ელჩებს და ჩართულია „ნაცმოძრაობის“ საარჩევნო სტრატეგიის დაგეგმვაში

კონსტიტუციის სამი დარღვევაა, რომელსაც ზურაბიშვილი დღემდე აგრძელებს. ეს არის, საგარეო წარმომადგენლობა საქართველოს მთავრობის გარეშე. არ ნიშნავს ელჩებს და ჩართულია „ნაციონალური მოძრაობის” საარჩევნო სტრატეგიის დაგეგმვაში, რომელიც ასევე კონსტიტუციის დარღვევაა,”-ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, კონსტიტუციას ვერ კითხულობს და მას ჰგონია, რომ ის არის საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების ხელმძღვანელი.
„როგორც გახსოვთ საკონსტიტუციო სარჩელი შეიტანა საქართველოს მთავრობამ საკონსტიტუციო სასამართლოში თავის დროზე. ზუსტად იმიტომ, რომ სალომე ზურაბიშვილი კონსტიტუციას ვერ კითხულობს და მას ჰგონია, რომ ის არის საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების ხელმძღვანელი. მან ერთხელ უკვე დაარღვია კონსტიტუცია, როდესაც ისე წარმოაჩენდა, თითქოს შეეძლო განახორციელოს საერთაშორისო ვიზიტები თანხმობის გარეშე. ერთი პერიოდი ელჩებს არ ნიშნავდა, თითქოს მისი გადასაწყვეტია სად იყოს ელჩი და სად – არა; თითქოს უნდა ჩაერიოს და თავად განსაზღვროს. ესეც, რა თქმა უნდა, კონსტიტუციის დარღვევაა. მთელი საკითხი რაშია – ქალბატონი სალომე დღეს, ფაქტობრივად, კონსტიტუციის მიღმა იკავებს თავის პოზიციას. არსებობს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელიც ადასტურებს, რომ მან დაარღვია კონსტიტუცია და ეს არის იმპიჩმენტის საფუძველი. ერთადერთი მიზეზი, რის გამოც ზურაბიშვილი თავის პოზიციას ინარჩუნებს, ეს არის „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან კონსტიტუციის დარღვევაში ხელისშეწყობა. დღეს „ნაციონალური მოძრაობა“ და სალომე ზურაბიშვილი განგრძობითად ერთად არღვევენ კონსტიტუციას იმით, რომ ის კვლავ არის იმ პოზიციაზე, სადაც არის. ეს შემდეგ სხვა დარღვევებს ახალისებს. ზურაბიშვილი წახალისებულია კონსტიტუციის დარღვევაში ვინაიდან, მან ნახა, რომ აქვს უცხო ძალებისა და „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდაჭერა. ეს არისა დღევანდელი მოცემულობა.
კონსტიტუციის სამი დარღვევა, რომელსაც სალომე ზურაბიშვილი დღემდე აგრძელებს. ეს არის, საგარეო წარმომადგენლობა საქართველოს მთავრობის გარეშე. ის დღემდე აგრძელებს სხვადასხვა კომუნიკაციით წარმომადგენლობას, მათ შორის, იმყოფებოდა ვიზიტებში, რაც დადასტურებულია საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით. მეორე, ის არ ნიშნავს ელჩებს, არადა მას არ აქვს შინაარსობრივი განსჯის უფლებამოსილება საქართველოს კონსტიტუციით და არ აქვს უფლება, ვინ სად დაინიშნოს, ან ვინ სად არ დაინიშნოს. და მესამე დარღვევა, ის ჩართულია საარჩევნო კამპანიაში, რომელიც ასევე არის კონსტიტუციის დარღვევა. იცით, რომ ფაქტობრივად არის თანამონაწილე ,,ნაციონალური მოძრაობის” საარჩევნო სტრატეგიის დაგეგმვის და ამითაც არღვევს კონსტიტუციას. ანუ, არის სამი გარემოება, რომლითაც სალომე ზურაბიშვილი დღემდე არღვევს კონსტიტუციას.“ – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ