შალვა პაპუაშვილი კატარის მრჩეველთა საბჭოში საქართველოსთან მეგობრობის ჯგუფის დელეგაციას შეხვდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე კატარის სამეფოს საკანონმდებლო ორგანოში – მრჩეველთა საბჭოში (მეჯლის ალ-შურა) საქართველოსთან მეგობრობის ჯგუფის დელეგაციას შეხვდა. ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.
მათივე ცნობით, შეხვედრაზე ხაზი გაესვა ორ ქვეყანას შორის მზარდ კავშირებს, მათ შორის, საპარლამენტო დონეზე.
პრესსამსახურის ინფორმაციით, აღინიშნა მეგობრობის ჯგუფებს შორის დადებითი კონტაქტები, რაც ორმხრივი ვიზიტებითაც გამოიხატა.
„მხარეებმა ისაუბრეს საკანონმდებლო ორგანოებს შორის თანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმების საკითხზე, რაც საპარლამენტო ურთიერთობებს დამატებით ბიძგს მისცემს.
შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოსა და კატარის სამეფოს როლს რეგიონული მშვიდობისა და უსაფრთხოების დამყარების პროცესში.
კატარის მხარემ შალვა პაპუაშვილი კატარის სამეფოში მიიწვია“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ