შალვა პაპუაშვილი – კანდიდატის სტატუსის შეჩერების შანსი ნულია, ევროკომისია კი პირდაპირ გვეუბნება, რომ ევროპარლამენტარებს არანაირი ყურადღება არ მივაქციოთ – ნული ყურადღება!

შალვა პაპუაშვილი – კანდიდატის სტატუსის შეჩერების შანსი ნულია, ევროკომისია კი პირდაპირ გვეუბნება, რომ ევროპარლამენტარებს არანაირი ყურადღება არ მივაქციოთ – ნული ყურადღება!
კანდიდატის სტატუსის შეჩერების შანსი, ბევრი მიზეზის გამო, ნულია – როდესაც საუბარი არის ევროპარლამენტარებზე, ევროკომისია პირდაპირ გვეუბნება, რომ არანაირი ყურადღება არ მივაქციოთ ამ ევროპარლამენტარებს, ნული ყურადღება,- ასე უპასუხა პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა კითხვას, ხედავს თუ არა რისკს, რომ საქართველოს კანდიდატის სტატუსი შეუჩერდეს.
როგორც შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, ევროპარლამენტარების გადასაწყვეტი ეს საკითხი საერთოდ არ არის, “ამიტომ ამ პარლამენტარებს არანაირი ყურადღება არ უნდა მიაქციონ, მით უმეტეს, მათ მიმართ ნდობა და კეთილსინდისიერებასთან დაკავშირებით არსებობს დიდი კითხვის ნიშნები”.
„რაც შეეხება კანდიდატის სტატუსს, ნული არის ამის შანსი [მოხსნის შანსი], ბევრი მიზეზის გამო. როდესაც ასახელებთ ევროპარლამენტის წევრებს, იგივე ევროპარლამენტის წევრები და ევროპარლამენტიც, საბოლოო ჯამში, რეზოლუციის სახით გვთხოვდა, მოითხოვდა, რომ სააკაშვილი გაგვეთავისუფლებინა და ამას ასახელებდა, როგორც წინაპირობას კანდიდატის სტატუსის მონიჭებისთვის – სააკაშვილის გათავისუფლებას. ვნახეთ, რომ სააკაშვილი არ გათავისუფლდა, კანდიდატის სტატუსი მოგვენიჭა. ევროპარლამენტის იგივე დეპუტატები საქართველოსგან ითხოვდნენ, რომ სთვის სანქციები დაგვეწესებინა და ამით, ფაქტობრივად, საქართველო შეგვეყვანა სამხედრო დაპირისპირებაში რუსეთთან. ამას ითხოვდნენ და იყო წინაპირობა, რომ ევროკავშირის სანქციები გაგვეზიარებინა იმისთვის, რომ კანდიდატის სტატუსი მოენიჭებინა ჩვენთვის. ვნახეთ, რომ სანქციები არ დაწესდა, კანდიდატის სტატუსი მოგვენიჭა. ევროკომისია, როდესაც საუბარი არის ევროპარლამენტარებზე, პირდაპირ გვეუბნება, რომ არანაირი ყურადღება არ მივაქციოთ ამ ევროპარლამენტარებს, ნული ყურადღება. მათი გადასაწყვეტი ეს საკითხი საერთოდ არ არის. ამიტომ ამ პარლამენტარებს არანაირი ყურადღება არ უნდა მივაქციოთ, მით უმეტეს, მათ მიმართ ნდობა და კეთილსინდისიერებასთან დაკავშირებით არსებობს დიდი კითხვის ნიშნები“-განაცხადა პაპუაშვილმა.
ამასთან, როგორც მან აღნიშნა, რეზოლუციების ტექსტებს საქართველოსთან მიმართებით წერდნენ „ნაციონალური მოძრაობის“მიერ დაქირავებული ლობისტები.
„ჩვენ ვნახეთ, მათ შორის ამერიკაში მოქმედი ქართული კანონის შესაბამისად, აღმოჩნდა, რომ თურმე არ ამ რეზოლუციების ტექსტს წერდნენ „ნაციონალური მოძრაობის“მიერ დაქირავებული ლობისტები და ტექსტებს “უცურებდნენ” ევროპარლამენტს, რომ მათ ეს მიეღოთ. პირდაპირ ვნახეთ, ეს ხომ რეესტრში წავიკითხეთ, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციის ტექსტების მომზადება იყო ერთ-ერთი საქმიანობა, რომელსაც ამერიკელი ლობისტები ეწეოდნენ. ასე რომ, როდესაც ჩვენ აქ, ვხედავთ პოლიტიკურ კორუფციის პირდაპირ მინიშნებებს, ამ ხალხის მიმართ ნდობა არ არსებობს. მათი განცხადებები არის ჩვეულებრივი პარტიული განცხადებები „ნაციონალური მოძრაობის“ მფარველებისა, ეს ერთი და მეორე – ევროკომისიის მხრიდანაც არის ცხადი პოზიცია, რომ არანაირი ყურადღება არ უნდა მივაქციოთ ევროპარლამენტარების განცხადებები. ეს არის მათი ინდივიდუალური პოლიტიკური აქტივობა მით უმეტეს, რომ ერთ თვეში ექნებათ და ამ პარლამენტარიდან, რომელი დარჩება ევროპარლამენტში და რომელი არა, ეს ჯერ კიდევ საკითხავია“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

გურამ მაჭარაშვილი – რაც ცესკოს სხდომაზე ვნახეთ, იყო მორიგი მტკიცებულება, რომ „ნაცმოძრაობის“, ამ ბოროტი პოლიტიკური ძალის არსებობა და საქართველოში მშვიდობა და სტაბილურობა გამორიცხულია

გია ვოლსკი ცესკო-ში მომხდარზე – ეს არის ბოროტი სცენარის შემადგენელი ნაწილი, რასაც ხელისუფლების ძალადობრივი დამხობისათვის წინაპირობების მომზადება ჰქვია – რევოლუციური სცენარის ნაწილია