შალვა პაპუაშვილი ირაკლი ღარიბაშვილის მიერ თანამდებობის შესაძლო დატოვების შესახებ ინფორმაციას „სპეკულაციას“ უწოდებს

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ინფორმაციას, რომ უახლოეს დღეებში საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, შესაძლოა, თანამდებობა დატოვოს, სპეკულაციას უწოდებს.
მისი თქმით, „ასეთი სპეკულაცია ბევრჯერ ყოფილა“.
„სპეკულაციებზე კომენტარს ვერ გავაკეთებ“, – განაცხადა პაპუაშვილმა.
მან, ასევე, უპასუხა კითხვას, რატომ აღარ ჩანს და ჰქონდა თუ არა მას კომუნიკაცია პარტიის რომელიმე ლიდერთან ბოლო პერიოდში.
პაპუაშვილმა თქვა, რომ ამ თემით არ დაინტერესებულა.
„ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში დაბრუნდა, რათა აქტიურად იყოს ჩართული პარტიულ საქმიანობაში და საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებაში“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

შალვა პაპუაშვილი – ადგილობრივი არჩევნები 12 კვირაში გაიმართება – მოვინიშნოთ ევროპარლამენტის რეზოლუციაზე ევროკომისრის პოზიცია, როგორც, ამ საარჩევნო ციკლში, ბრიუსელის პირველი ჩარევა საქართველოს არჩევნებში, მისი ჩაშლის მიზნით

კახა კალაძე – მეტროს ვაგონების ჩანაცვლებისთვის ტენდერი დასრულებულია – გამარჯვებული კომპანია „ჯითი გრუპი“ „სი არ არ სის ჩინეთთან“ თანამშრომლობით, 5 წლის განმავლობაში დედაქალაქს 111 ვაგონს მიაწვდის