შალვა პაპუაშვილი ს სუს-ში გამოკითხვაზე – ვფიქრობ, რომ ჩვენს სამართალდამცავ სტრუქტურებს ვაცადოთ ამ საქმეებთან დაკავშირებით ეტაპობრივად ინფორმაციის მოწოდება

ხედავთ, სამართალდამცავი სტრუქტურები არაფერს არ ერიდებიან. არ ერიდებიან არც მხილებას, მიუხედავად იმისა, ვინ შეიძლება იყოს ამაში ჩართული. ნახეთ თქვენ მაღალი თანამდებობის პირები, რომლის მიმართაც არსებობს სხვადასხვა საქმე – ისინი თავის დროზე იტყვიან რასთან გვაქვს საქმე, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს ყოფილი პრემიერ-მინისტრის ს სუს-ში გამოკითხვასთან დაკავშირებით განუცხადა.
როგორც მან აღნიშნა, სჯობს ამ საკითხზე შინაარსობრივი კომენტარი სამართალდამცავმა სტრუქტურებმა გააკეთონ.
„ვფიქრობ, რომ ჩვენს სამართალდამცავ სტრუქტურებს ვაცადოთ ამ საქმეებთან დაკავშირებით ეტაპობრივად ინფორმაციის მოწოდება. ამავე დროს, სამართლებრივი შეფასებები ამა თუ იმ საკითხთან დაკავშირებით. უმჯობესია ყველა ამ საკითხთან დაკავშირებით სამართალდამცავმა ორგანოებმა, -მ, პროკურატურამ, სუს-მა ისაუბროს, მით უმეტეს, რომ ხედავთ, თვისობრივად შეცვლილია მათი კომუნიკაციის პრაქტიკა. ვფიქრობ, რომ ნაკლებობა ინფორმაციის არ გაქვთ. უმჯობესია მათ გააკეთონ ამ საკითხებზე შინაარსობრივი კომენტარი. გუშინ იყო განცხადება უსაფრთხოების სამსახურის, გამოძიებასთან თანამშრომლობის შესახებ, რა მხრივ, რა შინაარსით, ეს ყველაფერი არის მათი კომპეტენცია, რომ გაასაჯაროონ და ამაზე ვსაუბრობ. გუშინ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენელმა ისაუბრა ყველა დეტალზე, მათ შორის ისაუბრა აღკვეთის ღონისძიების საკითხთან დაკავშირებით, რომ ისინი იმსჯელებენ. ასე რომ, მათგან მიიღებთ ყველა პასუხს. რა და როგორ იყო ყველაფერს მოგვახსენებენ სამართალდამცავი სტრუქტურები.
ხედავთ, რომ სამართალდამცავი სტრუქტურები არაფერს არ ერიდებიან. არ ერიდებიან არც მხილებას, მიუხედავად იმისა, ვინ შეიძლება იყოს ამაში ჩართული. ნახეთ თქვენ მაღალი თანამდებობის პირები, რომლის მიმართაც არსებობს სხვადასხვა საქმეები. საჭიროა ნდობა სამართალდამცავი სტრუქტურების მიმართ. ისინი თავის დროზე იტყვიან ყველა ინფორმაციას, შინაარსობრივს, სამართლებრივ შეფასებას, რასთან გვაქვს საქმე, რასთან არ გვაქვს საქმე. მიხარია, რომ პროკურატურა, , უსაფრთხოების სამსახური ასე აქტიურად არიან კომუნიკაციაში და ჩვენ არ გვიწევს დამატებითი კომენტარი“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
ცნობისთვის, 22 ოქტომბერს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა თავად გაავრცელა ინფორმაცია, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულ სააგენტოში გამოიკითხა ყოფილი პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი. უწყების ცნობით, ირაკლი ღარიბაშვილმა აღიარა წლების განმავლობაში უკანონო შემოსავლების მიღების ფაქტი და სრულად ითანამშრომლა გამოძიებასთან. ამასთან, როგორც სუს-ში აცხადებენ, გამოძიება მომდევნო დღეების განმავლობაში არსებული და დამატებითი მოპოვებული მტკიცებულებების საფუძველზე იმსჯელებს ირაკლი ღარიბაშვილის ქმედების დაკვალიფიცირების, ასევე, მის მიმართ აღკვეთის ღონისძიების შერჩევის საკითხზე.