შალვა პაპუაშვილი – ირაკლი ღარიბაშვილის დამსახურებაა, რომ „დიფ სთეითმა“ საქართველოს ომში ჩათრევა ვერ შეძლო

ირაკლი ღარიბაშვილის დამსახურებაა, რომ „დიფ სთეითმა“ საქართველოს ომში ჩათრევა ვერ შეძლო, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.
კითხვაზე, ისურვებდა თუ არა, რომ ღარიბაშვილი „ქართულ ოცნებაში“ დაბრუნებულიყო, პაპუაშვილი პასუხობს, რომ ისურვებდა, ყველა საკუთარი სურვილის შესაბამისად მოქმედებდეს.
ს პრემიერ-მინისტრობის შეფასება არაერთხელ მოგისმენიათ. მეც არაერთხელ მითქვამს, რომ მას გადამწყვეტი როლი ჰქონდა იმ პროცესში, რომ საქართველო არ ჩათრეულიყო ომში. მისმა მკაფიო და ცხადმა პოზიციამ მისცა მთავარი ტონი ყველა სახელისუფლებო შტოს, თუ სხვადასხვა ინსტიტუციას, რომ საქართველო საკუთარ მოქალაქეებს და ქვეყანას არ გასწირავდა მარიონეტული ომისთვის, საიდანაც გვითრევდა მაშინ ბევრი.
ირაკლი ღარიბაშვილმა თავისი გადაწყვეტილება გაგაცნოთ იმასთან დაკავშირებით, რომ ის პოლიტიკიდან გასულია. მე ვისურვებდი, რომ ყველა საკუთარი სურვილის შესაბამისად მოქმედებდეს“, – განაცხადა პაპუაშვილმა.