შალვა პაპუაშვილი ინფორმაციაზე, რომ მმართველი პარტიის წარმომადგენლები დუბაის მიმართულებით ბილეთებს ყიდულობენ – თავიდან გაგვეცინა და მერე მივხვდით, რომ შეიძლება გულისხმობთ UFC-ის ბრძოლას, რომელიც იქ იმართება

არც ბილეთი მაქვს და არც ინფორმაცია – ჩვენ 27 ოქტომბერს ვგეგმავთ აღვნიშნოთ ქართველი ხალხის გამარჯვება და ვიყოთ ქართველ ხალხთან ერთად, – ასე უპასუხა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა კითხვას მედიაში გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით, რომლის მიხედვითაც მმართველი პარტიის წარმომადგენლები დუბაის მიმართულებით ფრენის ბილეთებს ყიდულობენ.
ს თქმით, ის აღნიშნული ინფორმაციის გავრცელებას უკავშირებს UFC-ის ბრძოლას, რომელიც სავარაუდოდ, დუბაიში იმართება.
„თავიდან გაგვეცინა საერთოდ რა იყო და მერე მივხვდით, რომ შეიძლება გულისხმობთ UFC-ის ბრძოლას. აქედან დაიწყო, ალბათ, საუბარი. საერთოდ ვერ მივხვდით საიდან მოდიოდა – რა შუაშია დუბაი და რა შუაშია 27. მერე ბოლოს მივხვდით, რომ UFC-ის ბრძოლაზეა, ალბათ, საუბარი და აქედან გაქვთ ეჭვები, თუ არ ვიცი რა არის. ჩვენ 27 ოქტომბერს ვგეგმავთ აღვნიშნოთ ქართველი ხალხის გამარჯვება და ვიყოთ ქართველ ხალხთან ერთად იმისთვის, რომ ეს გამარჯვება აღვნიშნოთ.“- განაცხადა პაპუაშვილმა.