შალვა პაპუაშვილი ინდოეთში დელეგაციასთან ერთად ოფიციალური ვიზიტით იმყოფება. დღეს პაპუაშვილი ინდოეთის პარლამენტის ქვედა პალატის სპიკერს, ომ ბირლას შეხვდა. პაპუაშვილთან ერთად ინდოეთში იმყოფებიან: ნიკოლოზ სამხარაძე, ვასილ ჩიგოგიძე, შოთა ბერეკაშვილი, გენრიეტა წიწავა.




