შალვა პაპუაშვილი: თუ წასვლაა… ვფიქრობ, ირაკლი ღარიბაშვილმა ყველაფერი განმარტა და რისი თქმაც სურდა, ყველაფერი თქვა

“მინდა, მადლობა გადავუხადო ირაკლი ღარიბაშვილს იმ საქმისთვის, რომელიც მან ქვეყნის წინაშე გაწია, წარმატება ვუსურვო მას, მის ოჯახთან ერთად და დარწმუნებული ვარ, რომ ის, ამ შემთხვევაში, როგორც არაპოლიტიკოსი მნიშვნელოვან როლს შეასრულებს საქართველოს შემდგომ განვითარებაში.
[…] თუ წასვლაა… ვფიქრობ, ირაკლი ღარიბაშვილმა ყველაფერი განმარტა და რისი თქმაც სურდა, ყველაფერი თქვა. როცა წარმატების პიკზე ხარ, მაშინ უნდა წახვიდე და არა მაშინ, როდესაც პარტიას უჭირს. რა თქმა უნდა, ჩვენ უკვე რიგით მეოთხე მოვიგეთ, ჯამში 9 . წინ არის ადგილობრივი არჩევნები, რომელშიც ასევე უსახელოდ დამარცხდება ოპოზიცია და სახელოვნად გაიმარჯვებს ქართული ოცნება კვლავ. ასე რომ, ვფიქრობ, სწორედ ის მომენტია, რომ თუ ადამიანს გადაწყვეტილი აქვს, რომ წავიდეს პოლიტიკიდან ასეთი გადაწყვეტილების მიღების დრო [ახლაა]”. – თქვა ივანიშვილის წარმომადგენელმა, შალვა პაპუაშვილმა.
ცნობისთვის, ოცნების ყოფილი პრემიერი პოლიტიკიდან წავიდა.

ასევე დაგაინტერესებთ

არასათავრობოები – პარტიების აკრძალვა მიზნად ისახავს, თვითნებურად აუკრძალოს პოლიტიკური საქმიანობა პარტიებსა და პირთა განუსაზღვრელ წრეს, ჩაახშოს პოლიტიკური პროცესი და განსხვავებული აზრი ქვეყანაში

ევროპარლამენტარი კშიშტოფ ბრეიზა „ქართულ ოცნებას“ ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეაში მონაწილეობის შესახებ უარზე – როცა თქვენი ლეგიტიმურობა მთელ ევროპაში კითხვის ნიშნის ქვეშ დგება, ცარიელი სკამები უფრო ადვილი გზაა