როდესაც ბრიუსელიდან პოლარიზაციაზე საუბრობდნენ, გულისხმობდნენ არა არსებულ პოლარიზაციას, არამედ ეს იყო პოლარიზაციის დამკვიდრების სურვილი – გაიხსენეთ იუკნევიჩიანეს გამონათქვამები, რომელსაც ერთი-ერთში იმეორებს სააკაშვილი,- ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, რა დროსაც გამოეხმაურა საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებას, სადაც მან აღნიშნა, რომ „არანაირი ერთი საქართველო აღარ არსებობს და არის ორი ცივილიზაციურად გაყოფილი საქართველო“.
პაპუაშვილის თქმით, „ბრიუსელი მშვიდობისა და კეთილდღეობის პროექტს, ევროკავშირს, სხვა ქვეყნებისთვის ძირის გამოთხრის, საზოგადოებების დახლეჩის, ერთმანეთზე გადაკიდების პროექტად აქცევს“.
„სინამდვილეში, უნდა გვახსოვდეს, რომ, როდესაც ბრიუსელიდან პოლარიზაციაზე საუბრობდნენ, გულისხმობდნენ არა არსებულ პოლარიზაციას, არამედ ეს იყო პოლარიზაციის დამკვიდრების სურვილი, რომელიც ბრიუსელიდან მოდიოდა. გაიხსენეთ რასა იუკნევიჩიანეს გამონათქვამები, რომელსაც ერთი-ერთში, ზუსტად იმეორებს სააკაშვილი. მისი ფაშისტური ხასიათის შეფასება, რომ „ქართული ოცნება“ არის „ვირუსი“ თუ „ინფექცია“, რომელიც უნდა ამოკვეთონ და ქართველი ხალხი, რომელიც ხმას აძლევს „ქართულ ოცნებას“, არის „დამნაშავე“. იუკნევიჩიანემ ხალხი გამოაცხადა „დამნაშავედ“. იმავეს იმეორებს სააკაშვილი, რომელიც ზუსტად მათი დავალებით მოქმედებს. ზუსტად ამას ვსაუბრობდით, რომ მათი პირადი აგენტები და დავალებების შემსრულებლების გარდა, სხვა დანარჩენი ხალხი არ ვართ. ჩვენ ხალხად არ გვთვლიან. ხელისუფლებაში რომ მოიყვანონ მათი მარიონეტები, ალბათ, სადმე რეზერვაციას შეგვიქმნიან და შიგნით შეგვყრიან სულ ყველას. იქნებიან თავისთვის, სემინარებით, ყავებით ირბენენ აქეთ-იქით და ივლიან სხვადასხვა დედაქალაქში. ტელეხიდები ექნებათ ჩართვით. ეს არის სინამდვილეში, რომ ხალხად არ გვთვლიან. აბა, სხვა რა არის, კომისარი კოსი რომ გამოდის და საუბრობს ხალხს მოუსმინეთო. არჩევნები ახლახან ჩატარდა, რამდენიმე კვირის წინ, 4 ოქტომბერს. თუ ქალბატონ მარტა კოსს ქართველი ხალხის ხმა აინტერესებს, შეუძლია, რომ ყური კარგად დაუგდოს 4 ოქტომბრის შედეგებს და შარშან, 26 ოქტომბრის შედეგებს. სინამდვილეში, ძალიან კარგადაც ესმის ეს ხმა, უბრალოდ თავს იყრუებს, იმიტომ, რომ ხალხად არ თვლის კომისარი კოსი იმ ადამიანებს, რომლებმაც „ქართულ ოცნებას“ მხარი დაუჭირეს. მისთვის ხალხი არის ის „ენჯეოები“, რომლებსაც აფინანსებენ. ჩვენს თვალსა და ხელს შუა, ბრიუსელი მშვიდობისა და კეთილდღეობის პროექტს, ევროკავშირს, სხვა ქვეყნებისთვის ძირის გამოთხრის, საზოგადოებების დახლეჩის, ერთმანეთზე გადაკიდების პროექტად აქცევს. სამწუხაროდ, ბრიუსელი და მისი წარმომადგენლები ამას ყოველდღიურად აკეთებენ“,- განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
პაპუაშვილი, ასევე გამოეხმაურა 2007 წლის 7 განვითარებულ მოვლენებს და აღნიშნა, რომ „ზუსტად იმავე ხალხი, ვინც 7 ნოემბრის დანაშაული შექმნა, დღესაც საუბრობს, რომ „იმედში“ უნდა შევარდნენ.
„იუკნევიჩიანემ გუშინ თქვა, რომ „იმედი“ უნდა გააქრონ. ეს აჩენს, რომ მათი დაკვეთა იყო, ნებისმიერი ოპონენტი, ვინც სააკაშვილს ჰყავდა, უნდა გაექროთ, უნდა გაეუქმებინათ, მოეცილებინათ და სადღაც რეზერვაციაში შეეყარათ. ეს იყო სინამდვილეში ის ევროპა, რომელსაც ზოგიერთი ევროპული პოლიტიკის წარმომადგენელი სააკაშვილის ხელით გვიშენებდა“,- განაცხადა პაპუაშვილმა.




