– თუ მოლდოვას კანდიდატის სტატუსი თვალდახუჭულმა მიანიჭეს, საქართველომ, რომელსაც სტატუსი დაამადლეს, როგორ შეძლო ეკონომიკებს შორის სხვაობის გასამმაგება – მოლდოვამ დაუჯერა მათ, ვისაც საქართველომ არ დაუჯერა

ბოლო ოთხი წლის განმავლობაში საქართველო იღებდა დაუძინებელი მეგობრების პოლიტიკური, ეკონომიკური და ინსტიტუციური სახის სარისკო რჩევებს. ქართულმა ხელისუფლებამ უარი თქვა “რეკომენდაციების” ბრმად შესრულებაზე და ეროვნულ ინტერესებზე დაყრდნობილი პოლიტიკა გაატარა,”-ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე წერს.
როგორც ის აღნიშნავს, პასუხი მარტივია: „მოლდოვამ დაუჯერა მათ, ვისაც საქართველომ არ დაუჯერა.
,,ბოლო ოთხი წლის განმავლობაში საქართველო იღებდა დაუძინებელი მეგობრების პოლიტიკური, ეკონომიკური და ინსტიტუციური სახის სარისკო რჩევებს. ქართულმა ხელისუფლებამ უარი თქვა “რეკომენდაციების” ბრმად შესრულებაზე და ეროვნულ ინტერესებზე დაყრდნობილი პოლიტიკა გაატარა.
ქვემოთ მოცემული დიაგრამები ერთმანეთს ადარებს ორი ქვეყნის – საქართველოს და მოლდოვას ეკონომიკების ზრდას, რომელიც ერთ კითხვას წარმოშობს:
თუკი მოლდოვას კანდიდატის სტატუსი თვალდახუჭულმა მიანიჭეს, მოლაპარაკება გაუხსნეს, წითელი ხალიჩები დაუფინეს და მილიარდებს დაჰპირდნენ, მაშინ საქართველომ, რომელსაც კანდიდატის სტატუსი დაამადლეს, მოლაპარაკება არ გაუხსნეს, სატელიტი ენჯეოები ქუჩაში დაუყენეს და ძირი უთხარეს, როგორ შეძლო სამ წელიწადში ორი ქვეყნის ეკონომიკებს შორის სხვაობის გასამმაგება, 4,8 მლრდ დოლარიდან 15,7 მლრდ დოლარამდე? რატომ არის, ამ ყველა სიკეთის შემდეგ, მოლდოვას ეკონომიკური ზრდა მინუსებში, ხოლო საქართველოსი – რეგიონში პირველი?
პასუხი მარტივია: მოლდოვამ დაუჯერა მათ, ვისაც საქართველომ არ დაუჯერა“,- წერს პაპუაშვილი.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე Eagle Hills-ის პროექტზე – საქართველოში განხორციელდება ყველა ის პროექტი, რომელიც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისთვის, ამის პირობას ვაძლევთ საზოგადოებას

ირაკლი კობახიძე – ყველა ხედავს, თუ როგორ კოორდინირებულად მოქმედებენ უცხოური წყაროდან დაფინანსებული ორგანიზაციები იმისათვის, რომ ხელი შეუშალონ ჩვენი ქვეყნის განვითარებას – ამას აღარ დავუშვებთ არც ერთ შემთხვევაში