შალვა პაპუაშვილი – თუ ვინმე ფიქრობს დედამიწაზე, რომ ნატო-ში ჩვენი გაწევრიანებისთვის ერთადერთი საკითხი კანონის მიღება-არ მიღებაა, ან მიამიტია, ან განზრახ მავნებლობს – ღია კარში, ორპირ ქარში ვდგავართ უკვე 16 წელია

ვინმე თუ ფიქრობს დედამიწაზე, ან საქართველოში, ან თუნდაც სადმე, რომ ნატო-ში ჩვენი გაწევრიანებისთვის ერთადერთი საკითხი არის ამ კანონის მიღება/არ მიღება, ან მიამიტია ან განზრახ მავნებლობს , – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ბრიფინგზე განაცხადა, რითაც უპასუხა კითხვას, უშლის თუ არა ხელს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი ნატოში ინტეგრაციას.
ს განცხადებით, როდესაც საუბარია ნატო-ში გაწევრიანებისთვის გაწეულ ძალისხმევაზე, ამ საკითხში კითხვები საქართველოს მიმართ არ არის, რადგან „ნატოს ბევრ წევრ ქვეყანას ვუსწრებთ დემოკრატიული ინსტიტუტების მშენებლობით და საბრძოლო კონტრიბუციით“.
„ჩვენ 2008 წელს მოგვცეს დაპირება, დათვალეთ, გავიდა მის მერე 16 წელი და ამ ღია კარში ორპირ ქარში ვდგავართ უკვე 16 წელია. მგონი, კითხვები ჩვენს მიმართ არ არის, როდესაც საუბარია ნატოში წევრობა – არ წევრობისთვის ძალისხმევაზე. ნატოს წევრ იმ ქვეყნებს, რომლებიც ახლა აქტიურობენ, ჩვენთან მიტინგებზე გამოდიან, რამდენიმე ათეული წარმომადგენელი ჰყავდათ სამხედროები ავღანეთში, ისიც არასრულად, მაშინ, როცა ჩვენ ათას – კაციანი კონტინგენტი გვყავდა. რაც ამ ქვეყნებს ავღანეთში ჰყავდათ, ჩვენ იმდენი მარტო დავკარგეთ, დაგვეღუპა ავღანეთში. ნატოს ბევრ წევრ ქვეყანას ვუსწრებთ დემოკრატიული ინსტიტუტების მშენებლობით. ნახეთ საერთაშორისო კვლევები ნებისმიერი მიმართულებით. კორუფცია, დემოკრატია, კანონის უზენაესობა – ნებისმიერი ეს საკითხი ნახეთ, ნატოს წევრ ბევრ ქვეყანას ვუსწრებთ“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ