შალვა პაპუაშვილი – თვალთმაქცობაა, როცა ევროპელი პოლიტიკოსებისა თუ დიპლომატების გაოცებულ სახეებს ვხედავთ, „ნაცმოძრაობის“ მიმართ სამართლებრივი პროცესის დაწყებაზე საუბრისას – ეს აზიანებს ევროპის იმიჯს

თვალთმაქცობის ერთ-ერთი მაგალითია, როდესაც ვხედავთ ზოგიერთი ევროპელი პოლიტიკოსისა თუ დიპლომატის გაოცებულ სახეებს, „ნაციონალური მოძრაობის“ წინააღმდეგ სამართლებრივი პროცესის დაწყებაზე საუბრისას – ეს აზიანებს თავად ევროპის იმიჯს ქართველი ხალხის თვალში, როდესაც ხედავენ, რომ ის, რაც დასაშვებია იუპიტერისთვის, არ არის დასაშვები ხარისთვის,- ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.
პაპუაშვილის თქმით, „ეს ევროპა არ არის“.
„სამწუხაროა, თვალთმაქცობის ერთ-ერთი მაგალითია, როდესაც ვხედავთ ზოგიერთი ევროპელი პოლიტიკოსისა თუ დიპლომატის გაოცებულ სახეებს, „ნაციონალური მოძრაობის“ წინააღმდეგ სამართლებრივი პროცესის დაწყებაზე საუბრისას. ეს არის ჩვენი კონსტიტუციური, გარანტირებული უფლება. ამის ფონზე ვხედავთ, რომ გერმანიაში წამყვანი, მათ შორის, სახელისუფლებო პარტიები აპირებენ, რომ ერთ-ერთი პარტიის „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გაუქმებისთვის მიმართონ საკონსტიტუციო სასამართლოს; ვხედავთ სისხლის სამართლის პროცესებს წამყვანი პოლიტიკოსების წინააღმდეგ სხვა ქვეყნებში. ამიტომ, ეს არის ორმაგი სტანდარტი. ეს უპირველეს ყოვლისა აზიანებს თავად ევროპის იმიჯს ქართველი ხალხის თვალში. როდესაც ხედავენ, რომ ის, რაც დასაშვებია იუპიტერისთვის, არ არის დასაშვები ხარისთვის. ასეთი დამოკიდებულება აქვთ. ის, რაც დასაშვებია გერმანული პარტიებისთვის, არ არის დასაშვები ქართული პარტიებისთვის. ის, რაც დასაშვებია ფრანგული მართლმსაჯულებისთვის, არ არის დაშვებული ქართული მართლმსაჯულებისთვის. ასე არ შეიძლება. ეს არ არის ევროპა. ევროპა გულისხმობს თანასწორობას და თანასწორ მოპყრობას ყველგან. ამიტომ, ყველას მოვუწოდებ, რომ შეგვხედონ, როგორც თანასწორებს და არა, როგორც მცირე დაქვემდებარებულ ერს“,- განაცხადა პაპუაშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ანტონიო კოშტა – ტარიფები გადასახადებია, ისინი ზრდიან ინფლაციას, ქმნიან გაურკვევლობას და ხელს უშლიან ეკონომიკურ ზრდას – ევროკავშირი რჩება მყარი, ერთიანი და არის მზად, დაიცვას თავისი ინტერესები

ურსულა ფონ დერ ლაიენი – ევროკავშირის ექსპორტზე 30%-იანი ტარიფები დააზიანებს ბიზნესებს, მომხმარებლებსა და პაციენტებს ატლანტიკის ოკეანის ორივე მხარეს – მზად ვართ დავიცვათ ევროკავშირის ინტერესები