შალვა პაპუაშვილი თეონა აქუბარდიას – სამარცხვინო ტყუილები ისმოდა თქვენგან – არ გრცხვენიათ? – როცა თქვენს კოლეგებს კეფაში ტყვიით ემუქრებოდნენ, ტაშს უკრავდით, ამას დაუფიქრდით!

სამარცხვინო… სამარცხვინო ტყუილები, რომელიც თქვენგან ისმოდა. რა მოწოდებაზე საუბრობთ, არ გრცხვენიათ? კონკრეტულად ეს ადამიანი, ორგანიზაცია „სირცხვილია“, „jamnews”, თქვენს კოლეგებს, როცა კეფაში ტყვიით ემუქრებოდნენ თქვენ ტაშს უკრავდით, ამას დაუფიქრდით!- ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რომელმაც დეპუტატ თეონა აქუბარდიას მიმართა.
მისი შეფასებით, კონკრეტული ორგანიზაციები და მათი თანამშრომლები, რომლებიც ევროკავშირის ბიუჯეტიდან ფინანსდებიან და პარლამენტის წევრებს შეურაცხყოფას აყენებდნენ და ევროკავშირი ან შესაბამისი ფონდი მათ არ გამიჯვნიათ.
„jamnews”-ის ჟურნალისტი დეპუტატებს, საჯაროდ, კეფაში ტყვიით ემუქრებოდა, „სირცხვილიას“ 2 თანამშრომელი, რომლებიც პარლამენტის წვერებს ურეკავდნენ და მათ ემუქრებოდნენ და შეურაცხყოფას აყენებდნენ, „გრასის“ თუ „factcheck”-ის თანამშრომელი, რომელიც თავს დაესხა პარლამენტის წვერს და შეურაცხყოფას აყენებდა მას, ვერანაირი განცხადება ვერ ვნახე ამ ძალადობისგან გამიჯვნის. რამდენი ხანია ველი, რომ ევროკავშირის შესაბამისი ფონდი ან ქვეყანა, რომელიც ამ ფონდში ფულს რიცხავს, თუ ევროკავშირის კომისია რომელიც თავად აფინანსებს ამ ფონდს, ვერცერთი განცხადება ვერ ვნახე ამ ტერორისა და ძალადობის გამიჯვნისა. როდესაც დავინახავთ, რომ უცხოური დაფინანსების მოქმედი ორგანიზაციები არიან ორგანიზატორები ტერორისა, ზიზღის ენისა და შეურაცხყოფისა, რა თქმა უნდა, ამას ყოველთვის ვამხელთ.
ქალბატონმა თეონამ, რაც იკადრა ტყუილი, მანიპულაცია და დაკავშირება მისგან გასაკვირი არ არის ამას, მიჩვეული ვართ“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

რამაზ საყვარელიძე – ხაზარაძე-გახარიას გაერთიანების შემთხვევაში, შესაძლოა, ნაკლები შედეგი ჰქონოდა, ხმები დაეკარგათ – ეს მათ იციან, თუმცა პრეზიდენტმა არ იცის, ცოცხალი პოლიტიკური ბრძოლის გამოცდილება არ აქვს, პრეზიდენტობაც კი გაუჭირდა

გივი მიქანაძე აშშ-ის მიერ დაწესებულ სანქციებსა და სავიზო შეზღუდვაზე – წინასაარჩევნო პერიოდში უცხო ქვეყნის მხრიდან მსგავსი ქმედებების განხორციელება წარმოადგენს წინასაარჩევნო პროცესში ჩარევას

გივი მიქანაძის განცხადებით „ნაციონალური მოძრაობის“ და „კოალიცია ცვლილებებისთვის“ წარმომადგენლებმა, ქუთაისსა და გორში, „ქართული ოცნების“ შეხვედრების ჩაშლა სცადეს, რაც საარჩევნო კამპანიაში ხელისშეშლას წარმოადგენს

გივი მიქანაძე – არასამთავრობო ორგანიზაცია „აირჩიე ევროპა“ აქტიურადაა ჩართული ხელისუფლების საწინააღმდეგო აგიტაცია-პროპაგანდაში, ამ ორგანიზაციის გამგეობის წევრებმა განახორციელეს შემოწირულობა ოპოზიციური პარტიების სასარგებლოდ