შალვა პაპუაშვილი თეონა აქუბარდიას – თქვენთან მიმართებით რეგლამენტის არც ერთი პუნქტი არც ერთ მომენტში არ დარღვეულა

თქვენთან მიმართებით რეგლამენტის არც ერთი პუნქტი არც ერთ მომენტში არ დარღვეულა, რაც შეეხება თანამშრომლობით და ნდობით ურთიერთობას, ეს ორმხრივი მოძრაობის გზაა და ზოგადად, უნდა არსებობდეს თანამშრომლობითი გარემო, – ასე უპასუხა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ბიუროს სხდომაზე, ოპოზიციონერ დეპუტატ თეონა აქუბარდიას, რომელმაც განაცხადა, რომ ოპოზიციის მონაწილეობა თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის საქმიანობაში არ არის უზრუნველყოფილი.
როგორც შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, საქართველოს კონსტიტუციითა და პარლამენტის რეგლამენტით გაწერილია ის ინსტრუმენტები, რომელიც პარლამენტის წევრს აქვს საზედამხედველო ფუნქციის განხორციელებისთვის და ყველას აქვს შესაძლებლობა ეს მეთოდები გამოიყენოს.
„როცა კომიტეტის ვიზიტი იყო, თუ არ ვცდები, თქვენ ბრძანდებოდით. ასევე იყო საპარლამენტო უმრავლესობის ვიზიტიც. რაც შეეხება განსაკუთრებით საგარეო ვიზიტებს, დელეგაციის ხელმძღვანელი ადგენს შემადგენლობას. დელეგაცია წარმოადგენს საქართველოს პარლამენტს და საქართველოს პარლამენტის სახელით გამოდის, ამიტომ, რა თქმა უნდა, ხელმძღვანელის სიტყვა გადამწყვეტია ამ მხრივ, როგორი კონფიგურაცია ჰქონდეს დელეგაციას. არსებობს შერეული ჯგუფებიც და თქვენ გაქვთ საშუალება, როგორც სხვადასხვა ასამბლეაში წევრს საქართველოდან, იქ მიიღოთ მონაწილეობა“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

ასევე დაგაინტერესებთ

ნატო-ში აშშ-ის ელჩი – უცნობია, რუსეთის პრეზიდენტის რეზიდენციაზე თავდასხმა ნამდვილად მოხდა თუ არა – შეუფერებლად მიმაჩნია, როცა სამშვიდობო შეთანხმებასთან ასე ახლოს ხარ, მსგავსი წინდაუხედავი რაღაც გააკეთო

შსს-ს მიგრაციის დეპარტამენტმა უცხო ქვეყნების, მათ შორის თურქეთის, ეგვიპტის, აზერბაიჯანისა და იორდანიის 31 მოქალაქე დააკავა – დაკავებულთაგან 13 პირი მკვლელობის, არასრულწლოვანის გაუპატიურებისა და სხვა დანაშაულებისთვის იძებნებოდა