შალვა პაპუაშვილი – ზოგიერთ უცხოელ აქტორს სურს წარმოაჩინოს, რომ კარები ღიაა და საქართველო ჭოჭმანობს შესვლაზე – სინამდვილეში, ჩვენ წლებია ვაკაკუნებთ კარზე და არ გვიღებენ ბოლომდე, პატარათი შეგვაჭყიტეს

ზოგიერთ, მათ შორის, უცხოელ აქტორს სურს წარმოაჩინოს, რომ კარები ღიაა და რაღაცნაირად საქართველო ჭოჭმანობს შესვლაზე – სინამდვილეში, ჩვენ წლებია ვაკაკუნებთ ამ კარზე და წლებია არ გვიღებენ ბოლომდე. პატარათი შეგვაჭყიტეს შიგნით კანდიდატის სტატუსის სახით, მაგრამ ბოლომდე არ იღებენ იმ გადაწყვეტილებას, რომელიც მისაღებია ქართველი ხალხის მიმართ, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, თუკი რამე აფერხებს საქართველოს ევროპასთან ინტეგრაციას, ეს არის თავად ევროკავშირის უსამართლო გადაწყვეტილებები საქართველოს მიმართ.
„სინამდვილეში ისე კი არ არის, როგორც უნდა ზოგიერთ, მათ შორის, უცხოელ აქტორს წარმოაჩინოს, რომ კარები ღიაა და რაღაცნაირად საქართველო ჭოჭმანობს სადღაცა შესვლაზე. სინამდვილეში, აბსოლუტურად სხვანაირად არის საქმე. ჩვენ ვამბობთ მიგვიღონ ნატო-ში და გვეუბნებიან უარს. ჩვენ ვამბობთ გაგვიხსნან მოლაპარაკებები და ჩაგრავენ ქართველ ხალხს. [მოლაპარაკებებს] უხსნიან ქვეყნებს, რომლებიც ჩამოგვრჩებიან ჩვენ არ უხსნიან საქართველოს. ამიტომ ასე შემობრუნება, გადმობრალება ქართველ ხალხზე, რომ თითქოს, ქართველი ხალხი რაღაცნაირად აყოვნებს პროგრესს, შორს არის სიმართლისგან. სინამდვილეში, ჩვენ წლებია ვაკაკუნებთ ამ კარზე და წლებია არ გვიღებენ ბოლომდე. პატარათი შეგვაჭყიტეს შიგნით კანდიდატის სტატუსის სახით, მაგრამ ბოლომდე არ იღებენ იმ გადაწყვეტილებას, რომელიც მისაღებია ქართველი ხალხის მიმართ“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ