შალვა პაპუაშვილი – ზოგიერთი უცხოელი პოლიტიკოსის და დიპლომატის რომ დაგვეჯერებინა, არ იქნებოდა ბიუჯეტის ზრდა, არ ვიქნებოდით ევროპაში პირველი ქვეყანა ეკონომიკური განვითარებით, არ გვექნებოდა განახევრებული უმუშევრობა და სამჯერ გაზრდილი ხელფასი

ზოგიერთი უცხოელი პოლიტიკოსის და დიპლომატის რომ დაგვეჯერებინა, არ იქნებოდა ბიუჯეტის ზრდა, არ ვიქნებოდით ევროპაში ნომერ პირველი ქვეყანა ეკონომიკური განვითარების ტემპით, არ გვექნებოდა განახევრებული უმუშევრობა და სამჯერ გაზრდილი საშუალო ხელფასი, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე სოციალურ ქსელში წერს.
როგორც ის აღნიშნავს, სამაგიეროდ გვეყოლებოდა კმაყოფილი ოპოზიცია და ვიქნებოდით ღრმა ეკონომიკურ კრიზისში, რომლიდან გამოსვლასაც წლები დასჭირდებოდა.
„უნდა გვახსოვდეს, ჩვენ რომ ზოგიერთი უცხოელი პოლიტიკოსის და დიპლომატის თავქარიანი რჩევებისთვის დაგვეჯერებინა და სანქციები დაგვეწესებინა, ეს ყველაფერი არ იქნებოდა.
არ იქნებოდა ბიუჯეტში შემოსავლების ზრდა, არ ვიქნებოდით ევროპაში ნომერ პირველი ქვეყანა ეკონომიკური განვითარების ტემპით, არ გვექნებოდა განახევრებული უმუშევრობა და სამჯერ გაზრდილი საშუალო ხელფასი.
სამაგიეროდ გვეყოლებოდა კმაყოფილი ოპოზიცია და ვიქნებოდით ღრმა ეკონომიკურ კრიზისში, რომლიდან გამოსვლასაც წლები დასჭირდებოდა,“ – წერს შალვა პაპუაშვილი.

ასევე დაგაინტერესებთ

შალვა პაპუაშვილი – საფრანგეთის საელჩო ხალხად არ გვთვლის – აქ სულელი არავინ არ არის, დავიჯეროთ, რომ საელჩო რადიკალური პარტიების წევრებს ფულს უხდის, რათა ტურისტული მარშრუტები დახაზონ – ეჭვი მაქვს, ეს აქციების არაპირდაპირი დაფინანსებაა

შალვა პაპუაშვილი – ჩვენი მიზანია, აშშ-ის ახალ ადმინისტრაციას ვაჩვენოთ, რომ პარტნიორობის ახალი ფურცლიდან დაწყებისთვის მზადყოფნაა – მზად ვართ ურთიერთობისთვის, რომელიც არ იქნება ცარიელი სიტყვები, როგორც ეს ბაიდენის დროს იყო