შალვა პაპუაშვილი – ზოგადად, გამწვავებები ემართებათ ხოლმე გაზაფხულზე, მაგრამ ჩვენს გარემო პირობებში შემოდგომაზეა ეს გამწვავებები, ს წინ – ვინც ცდილობს, ძალადობით შეცვალოს ხელისუფლება, მას პასუხს გასცემს კანონმდებლობა

ზოგადად, გამწვავებები ემართებათ ხოლმე გაზაფხულზე, მაგრამ ჩვენს გარემო პირობებში შემოდგომაზეა ხოლმე ეს გამწვავებები, ს წინ – ვინც ცდილობს, რომ ძალადობით შეცვალოს ხელისუფლება, მას პასუხს გასცემს კანონმდებლობა, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც უპასუხა 4 ოქტომბერს დაანონსებულ აქციასთან დაკავშირებით დასმულ კითხვას.
როგორც მან აღნიშნა, ვინც აორგანიზებს ხელისუფლების ძალადობრივ შეცვლას, ის ქართველი ხალხისგან საკადრის პასუხს მიიღებს.
„გაცხადებულ არის, რომ მათ სურთ ხელისუფლების ძალადობრივად შეცვლა. კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამ იმას, რომ ეს ყველაფერი არის გარედან მართული. ვხედავთ შეხვედრებს მათთან გარედან, ვხედავთ მათ ვიზიტებს და დააანონსეს კიდეც, რომ ამ დღეებშიც აპირებენ საზღვარგარეთ წასვლას. ეს კიდევ ერთი გამწვავებაა. ზოგადად, გამწვავებები ემართებათ ხოლმე გაზაფხულზე, მაგრამ ჩვენს გარემო პირობებში შემოდგომაზეა ხოლმე ეს გამწვავებები, არჩევნების წინ. ერთ-ერთი კიდევ ასეთი გამწვავებაა. ამის შედეგი იქნება 5 ოქტომბერი. დადგება 5 ოქტომბერი და ეს ხალხი, რომლებიც ახლა აორგანიზებენ ხელისუფლების ძალადობრივ შეცვლას, რა თქმა უნდა, საკადრის პასუხს მიიღებენ ქართველი ხალხისგან. ვინც ცდილობს, რომ ძალადობით შეცვალოს ხელისუფლება, მას პასუხს გასცემს კანონმდებლობა.
ხელისუფლების ცვლილების ერთადერთი დემოკრატიული გზა არის არჩევნები. როგორც იცით, არანაირი არჩევნები ახლა ცენტრალური ხელისუფლების შესაცვლელად არ იგეგმება. არის ადგილობრივი არჩევნები, სადაც ისინი განზრახ არ მონაწილეობენ. შესაბამისად, ლევან ხაბეიშვილს, „ნაციონალურ მოძრაობს“ და მათ კოჰორტას გაცხადებული აქვთ, რომ ისინი უარს ამბობენ დემოკრატიული გზით ხელისუფლებისთვის ბრძოლაზე. ამ შემთხვევაში, ადგილობრივი ხელისუფლებისთვის ბრძოლაზე ანუ დემოკრატიულ გზაზე მათ თქვეს უარი. აქედან პირდაპირ იკითხება, რომ მათი ერთადერთი გზა არის არადემოკრატიული ხერხებით ხელისუფლების შეცვლა, ანუ ხელისუფლების ძალადობრივი შეცვლა“,- განაცხადა პაპუაშვილმა.