შალვა პაპუაშვილი – ვინ წყვეტს, რა არის უკანონო ბრძანება?! ირაკლი შაიშმელაშვილი წყვეტს ამას?! – როცა შაიშმელაშვილების გასაწყვეტია, რა არის კანონიერი და რა – უკანონობა, ამას ანარქია ჰქვია!

ვინ წყვეტს, რა არის უკანონო ბრძანება?! ირაკლი შაიშმელაშვილი წყვეტს ამას?! – როცა შაიშმელაშვილების გასაწყვეტია, რა არის კანონიერი და რა – უკანონობა, ამას ანარქია ჰქვია! – ასე ეხმაურება პარლამენტის თავმჯდომარე -ში მყოფი, განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ოპერატიული დაგეგმვის სამმართველოს ყოფილი ხელმძღვანელის, ირაკლი შაიშმელაშვილის ვიდეომიმართვას.
პაპუაშვილმა ამავე კონტექსტში აღნიშნა, რომ „შაიშმელაშვილს არა აქვს კავშირი მუნდირის ღირსებასთან, რასაც ადამიანი უნდა იცავდეს როგორც ფორმაში ყოფნის დროს, ასევე მას შემდეგ რაც ფორმას გაიხდის და სამოქალაქო პირი გახდება“.
პაპუაშვილი თქმით, ბრძანებას ხელმძღვანელი გასცემს და არსებობს მისი შესრულების ვალდებულება.
„კარგია, რომ ასეთი ღირებულებაწაშლილი ადამიანი ჩვენს ქვეყანაში არ არის – ის ჩვენი საზოგადოების ნაწილი არ უნდა იყოს. იყოს იქ სადაც არის!
ნებისმიერი ადამიანი, ვისაც ფორმა ერთხელ მაინც ეცვა, მოუწოდებს სხვა ფორმაში მყოფ ადამიანს რომ კანონის არ დაემორჩილოს, გააზრებული არა აქვს თუ რას ნიშნავს გეცვას ფორმა და იყო სამხრეების ქვეშ.
ის, რომ შენი ქვეყნის იმ გმირებს, რომლებიც ფორმას ატარებენ და სამხრეების ქვეშ არიან, მოუწოდო, რომ კანონს არ დაემორჩილო, არის ვერგააზრება იმისა, თუ რას ნიშნავს სახელმწიფო.
აინტერესებთ არა კანონიერება ან უკანონობა, არამედ ხელისუფლებაში ძალადობით მოსვლა, რადგან ქართველ ხალხს ვერ მოატყუებენ და ხელისუფლებაში ძალადობით ვერ მოვლენ“, – განაცხადა პაპუაშვილმა
მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ემიგრაციაში მყოფი ვეტერანებმა საქართველოს ძალოვანი სტრუქტურის თანამშრომლებს მიმართეს მოწოდებით, შეასრულონ ფიცი, ემსახურონ საქართველოს და არა ხელისუფლებას.
ვიდეომიმართვა სოციალურ ქსელში განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ოპერატიული დაგეგმვის სამმართველოს ყოფილმა ხელმძღვანელმა ირაკლი შაიშმელაშვილმა გაავრცელა. შაიშმელაშვილმა საქართველო ოჯახთან ერთად გასული წლის ბოლოს დატოვა.