ვიზიტით უნგრეთში გაემგზავრა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ვიზიტით უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში გაემგზავრა, სადაც მონაწილეობას მიიღებს ევროკავშირის წევრი და პარტნიორი ქვეყნების
პარლამენტების თავმჯდომარეების კონფერენციაში. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.
ამავე ცნობებით, ღონისძიების ფარგლებში გათვალისწინებულ ორივე სესიაზე დაგეგმილია პარლამენტის თავმჯდომარის სიტყვით გამოსვლა. ასევე, ვიზიტის ფარგლებში შალვა პაპუაშვილი უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში ორმხრივ შეხვედრებს გამართავს.
საქართველოს დელეგაციის შემადგენლობაში, რომელსაც პარლამენტის თავმჯდომარე ხელმძღვანელობს, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე და ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილი, არიან. ვიზიტი 12 მაისს დასრულდება.

ასევე დაგაინტერესებთ

ალექსანდრე ლუკაშენკო – თუ ეს ისეა, როგორც გადმოსცემენ, მაშინ პუტინის რეზიდენციაზე თავდასხმა სახელმწიფო ტერორიზმია – ვის აწყობდა ეს? ვის სჭირდებოდა ეს? ვვარაუდობ, რომ იმას, ვინც ვოლოდიმირ ზელენსკის უკან დგას

გივი მიქანაძე – საქართველო შევიდა იმ მცირერიცხოვანი ქვეყნების ჩამონათვალში, სადაც განათლების ხელმისაწვდომობა სახელმწიფოს მიერ მაქსიმალურად უზრუნველყოფილია – განათლების რეფორმის მნიშვნელოვანი ეტაპები 2026 წელს განხორციელდება