შალვა პაპუაშვილი – ვერ მივაღწიეთ, რომ გამჭვირვალობის სტანდარტით იმოქმედონ ამერიკულმა და ევროპულმა ფონდებმა – დღესაც იატაკქვეშ აფინანსებენ პარტიებს რადიკალურ ჯგუფებს საქართველოში

ვერ მივაღწიეთ, რომ ამ სტანდარტით [გამჭვირვალობის] იმოქმედონ ამერიკულმა და ევროპულმა ფონდებმა. დღესაც, “ამერიკის დემოკრატიის ნაციონალური ფონდი” და “ევროპის დემოკრატიული ფონდი” მალულად, იატაკქვეშ აფინანსებენ პარტიებს რადიკალურ ჯგუფებს საქართველოში. არაერთი მოწოდების მიუხედავად, სამწუხაროდ, ამ მხრივ პროგრესი არ გვაქვს. ამიტომაც მოვუწოდებთ, რომ იყვნენ ერთგული იმ საერთო დემოკრატიული ღირებულებების, რომლებიც ჩვენ საზიარო გვაქვს – ჩვენ წუხილების იმედად ვერ ვიქნებით. იმის იმედად, რომ პოსტფაქტუმ რაღაცას გავარკვევთ და მერე ბოდიშებს მოგვიხდიან, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, არ ჰგონია, რომ „პლანეტაზე შეიძლება არსებობდეს ხალხი, რომელიც იტყვის, რომ „უცხოეთიდან შემოვიდეს ფული და ხალხს დაუმალონ, სად და რაში ხარჯავენ”.
„ეს ნიშნავს იმას, რომ რადიკალური “ნაციონალური მოძრაობის” ტელევიზიები ისე შორს გაიჭრნენ მანიპულაციაში, რომ უნდათ თეთრიდან შავის წარმოჩენა. ღარიბაშვილის კომენტარებიც ვნახე და ვნახეთ, როგორ მოხდა მანიპულაცია შემდგომ, აბსოლუტური დეზინფორმაციის [გავრცელება] პირდაპირ ოპოზიციური არხების მხრიდან. ეს უკვე ჟურნალისტური სტანდარტის დარღვევა კი არ არის, უკვე ჩვენებრივ ტყუილია, რომელსაც მედიები კადრულობენ. მაგრამ გუშინ საღამოს ისეთი სპექტაკლი ვნახეთ, ამის შემდეგ არაფერი გვიკვირს. აქედან გამომდინარე, ჩვენ ერთი აზრი გაქვს, როგორც „ქართულ ოცნებას“, ისე ქართულ საზოგადოებას. არა თუ „ქართულ ოცნებაში“ [არ არის] სხვადასხვა მოსაზრება ამასთან დაკავშირებით, ქართული საზოგადოებაც ამაზე დგას, რომ მნიშვნელოვანია ის ფული, რაც საქართველოში შემოდის ნათელი, ცხადი და გამჭვირვალე იყოს ქართველი ხალხისთვის. არ მგონია, რომ პლანეტაზე შეიძლება არსებობდეს ხალხი, რომელიც იტყვის, რომ „უცხოეთიდან შემოვიდეს ფული, დამიმალონ, არ მითხრან რაში ხარჯავენ და ისე იმუშაონ“. ასეთი ხალხი პლანეტაზე, წესით, არ უნდა არსებობდეს. უცხოეთიდან ეს კანონი რომ ვიღაცებს არ აწყობთ, ეს გასაგებია“,- განაცხადა პაპუაშვილმა.
ამასთან, პაპუაშვილი გამოეხმაურა 30-ზე მეტი ევროპარლამენტარის მიმართვას საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის გაუქმებასთან დაკავშირებით და აღნიშნა, მმართველი გუნდი ქართველი ხალხის დაკვეთის შესაბამისად მოქმედებს.
„რა პრობლემაა ამ კანონშიო, ამბობენ თუ არ ამბობენ? 29 აპრილს საქართველოს ყველა რეგიონიდან და თბილისიდან 200 ათასი მოქალაქე რუსთაველის გამზირზე შეიკრიბა იმისათვის, რომ დაეფიქსირებინა თავისი აზრი ამ საკითხთან დაკავშირებით. ქართველი ხალხი ამ კანონპროექტის უკან დგას. ამიტომაც, ჩვენ ქართველი ხალხის დაკვეთას ვასრულებთ. ვინც ჩვენ მანდატს გვაძლევს, ეს არის ქართველი ხალხი და არა უცხო ქვეყნის კანონმდებლები, მინისტრები თუ კონგრესმენები. ეს ერთი. რაც შეეხება ამერიკელი და ევროპელი კოლეგების განცხადებას, რაც მათ ხელშია, არის ის, რომ გაასაჯაროონ ამერიკის ბიუჯეტის ხარჯები საქართველოში, ამასთან, ევროკავშირის და სხვადასხვა ქვეყნების. სამწუხაროდ, ვერ მივაღწიეთ, რომ ამ სტანდარტით იმოქმედონ ამერიკულმა და ევროპულმა ფონდებმა. დღესაც ‘ამერიკის დემოკრატიის ნაციონალური ფონდი” და “ევროპის დემოკრატიული ფონდი” მალულად, იატაკქვეშ აფინანსებენ პარტიებს რადიკალურ ჯგუფებს საქართველოში. მიუხედავად იმისა, რომ არაერთხელ მოვუწოდე, რომ ეს ეწინააღმდეგება ჩვენს საერთო ღირებულებებს, ევროპულ თუ დემოკრატიულ ღირებულებებს. უცხო ქვეყანაში ფარული დაფინანსებები არ უნდა ხდებოდეს. სამწუხაროდ, ამ მხრივ პროგრესი არ გვაქვს. ამიტომაც მოვუწოდებთ, რომ იყვნენ ერთგული იმ საერთო დემოკრატიული ღირებულებების, რომლებიც ჩვენ საზიარო გვაქვს და ფარულად არ მოხდეს დაფინანსება პარტიული და რადიკალური ჯგუფებისა. ეს ფაქტები აღიარებულია ჩვენი პარტნიორების მხრიდან, მაგალითად, “დროას” დაფინანსების ფაქტი ღირებული აქვთ და წუხან ამაზე, რომ ეს მოხდა. „სირცხვილიას“ დაფინანსება აღიარებულია და „მოლოტოვის კოქტეილის რომანტიზების კამპანიას რომ აფინანსებენ, წუხან, მაგრამ ჩვენ წუხილების იმედად ვერ ვიქნებით, იმის იმედად, რომ პოსტფაქტუმ რაღაცას გავარკვევთ და მერე ბოდიშებს მოგვიხდიან – წინსწრებით უნდა იყოს გამჭვირვალე საზოგადოებისთვის. არავის არავისთვის მიუცია უფლება, რომ შემოვიდეს საქართველოში და ფული ხარჯოს ჩუმად. მთელი ეს აყალ-მაყალი რომ არის ატეხილი, შეუძლიათ წერტილი დაუსვან. თუ კი თავად იქნებიან გამჭვირვალეები ქართველი ხალხის მიმართ. ასე არ გამოვა, ერთი მხრივ უნდათ, რომ ფარულად ხარჯონ ფული და შემდეგ ტრიბუნებიდან ღირებულებაზე გვესაუბრონ. სწორედ ეს არის ევროპული ღირებულებების ღალატი, როდესაც ევროკავშირი და მისი წარმომადგენლობა არაფერს აკეთებს იმისთვის, რომ იყოს გამჭვირვალე ევროპული ფულის ხარჯვა საქართველოში. ამიტომ, მე მოვუწოდებ ევროკავშირს, მის ინსტიტუტებს და ფონდებს, იმოქმედონ ევროპული ღირებულებების შესაბამისად და არა რუსულ სტილში ხდებოდეს დაფინანსება“,- განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
რაც შეეხება ჟურნალისტის კითხვას, ელოდებიან თუ არა მმართველ გუნდში პერსონალურ სანქციებს, პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ „არა“.

ასევე დაგაინტერესებთ

მამუკა მდინარაძე – ახლა ხაზარაძე დაეთანხმება გახარიას ასეთ „პრინციპულ“ მოთხოვნებს და ყველანი დავიჯერებთ, რომ ისინი „ნაცებთან“ კავშირს გაწყვეტენ?! – ბოლოს მართლა ჩაშლა მოუწევთ, აგენტურა იმდენად გოიმურ პიარს გვთავაზობს

რომან გოცირიძე – გიორგი გახარიასა და მამუკა ხაზარაძის გაერთიანების შემთხვევაში ოპოზიციურ ფლანგზე ერთ-ერთი უძლიერესი ბლოკი შეიქმნებოდა, რომელსაც არჩევნების ბედის გადაწყვეტა შეეძლო – ეს მსხვილი გაერთიანება ყველა რისკს გამორიცხავდა!