შალვა პაპუაშვილი ვენეციის კომისიის დელეგაციას შეხვდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ევროპის საბჭოს ვენეციის კომისიის დელეგაციას შეხვდა, რომელსაც ვენეციის კომისიის გენერალური მდივანი სიმონა მენგინი-გრანატა ხელმძღვანელობდა.
ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.
მათივე ცნობით, შეხვედრაზე ხაზი გაესვა საქართველოსა და ვენეციის კომისიას შორის მრავალწლიან ნაყოფიერ თანამშრომლობას. შალვა პაპუაშვილის განცხადებით, საქართველო ძალიან აფასებს ვენეციის კომისიასთან თანამშრომლობას და მის მიერ მომზადებულ მოსაზრებებს სხვადასხვა კანონპროექტთან დაკავშირებით, რაც ხელს უწყობს საქართველოს ევროპულ სტანდარტებთან დაახლოებას.
„სიმონა მენგინი-გრანატამ ისაუბრა ვენეციის კომისიის მიერ მოსაზრების მომზადების პროცესსა და პროცედურებზე, რომლებიც აქტიურ დიალოგსა და გაცვლებს ეფუძნება. ხაზი გაესვა საქართველოსა და ვენეციის კომისიას შორის რეგულარული კომუნიკაციის მნიშვნელობას კანონპროექტის მომზადებისა და მიღების ყველა ეტაპზე.
შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს საქართველოში განხორციელებულ რეფორმებზე და შემდგომი თანამშრომლობის მზადყოფნა გამოხატეს“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

ანდრო ჭიჭინაძე – გადასარევად გვახსოვს, როგორ ექცეოდა ეს სასამართლო ადამიანებს წინა მთავრობის დროს, დღეს ზუსტად იგივე სახელებზე და გვარებზეა დამოკიდებული ადამიანების ბედი – დღევანდელ დღეს, ბედს წყვეტენ გამბედავი ადამიანები

დიმიტრი საძაგლიშვილი – ჩვენი ინფორმაციით, ნიკა გვარამიას საქმის მოსამართლე არის ნასამართლევი სამსახურებრივი გულგრილობის ფაქტზე, დაახლოებით 19 წლის წინ – ბუნებრივია, ასეთი კადრი სასამართლო კლანისთვის იდეალურია