შალვა პაპუაშვილი – ვენეციის კომისიის მოსაზრება უფრო პოლიტიკურია, ვიდრე სამართლებრივი, რეკომენდაცია კი ცესკოს კრიზისში შეყვანის რეცეპტია

სამწუხაროდ, გვაქვს აღქმა, რომ რეკომენდაციები უფრო მეტად პოლიტიკურ მიზანშეწონილობას ეფუძნება, ვიდრე სამართლებრივ მოსაზრებებს, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე სოციალურ ქსელში წერს და საპასუხო წერილის ტექსტს აქვეყნებს, რომელიც ვენეციის კომისიის პრეზიდენტს კლერ ბაზი მელორის ცესკოს წევრების არჩევის წესსა და ოპოზიციური მოადგილის სპეციალური სტატუსის შესახებ მისწერა.
“დღეს გამოქვეყნდა ვენეციის კომისიის მოსაზრება ცესკოს წევრების არჩევის წესსა და ოპოზიციური მოადგილის სპეციალური სტატუსის შესახებ.
სამწუხაროა, რომ მოსაზრება უფრო პოლიტიკურია, ვიდრე სამართლებრივი, ხოლო მასში წარმოდგენილი რეკომენდაცია ცესკოს გარანტირებულად კრიზისში შეყვანის რეცეპტია. შეგახსენებთ, რომ ის წესი რომელსაც ეხება ეს დასკვნა, უკვე ძალაშია და ამ წესით პარლამენტმა შეძლო ცესკოს თავმჯდომარის და ორი წევრის არჩევა ოთხი პოლიტიკური ჯგუფის მხარდაჭერით, რომელიც ჯამში დეპუტატების კვალიფიციურ უმრავლესობას (3/5-ს) წარმოადგენენ”, – წერს პაპუაშვილი სოციალურ ქსელში.
შეგახსენებთ, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ვენეციის კომისიის პრეზიდენტს კლერ ბაზი მელორის ცესკოს წევრების არჩევის წესსა და ოპოზიციური მოადგილის სპეციალური სტატუსის შესახებ საპასუხო წერილს უგზავნის.
,,მივიღე ვენეციის კომისიისა და ეუთო/ოდირის ერთობლივი მოსაზრების სამუშაო ვერსია ცესკოს თაობაზე უკანასკნელ ცვლილებებთან დაკავშირებით. ჩვენს ინსტიტუტებს შორის არსებული პარტნიორობის გათვალისწინებით, იმისთვის, რომ შევინარჩუნოთ კონსტრუქციული დიალოგი და რაც უფრო მნიშვნელოვანია, ვენეციის კომისია დარჩეს საქართველოს დემოკრატიული დღის წესრიგის ღირებულ და რელევანტურ პარტნიორად, გთხოვთ, განიხილოთ რამდენიმე საკითხი, რომლებიც გვაწუხებს.
როგორც არაერთხელ აღმინიშნავს, მათ შორის, ვენეციის კომისიის დელეგაციასთან 2023 წელს თბილისში განხორციელებულ შეხვედრაზე, ჩვენ ვენეციის კომისიის მოსაზრებებისგან მოველით მტკიცე სამართლებრივ არგუმენტაციას, რომელიც გამყარებულია ევროკავშირის წევრ ქვეყნებში არსებული საუკეთესო ევროპული გამოცდილებით. თუმცა, სამწუხაროდ, გვაქვს აღქმა, რომ რეკომენდაციები უფრო მეტად პოლიტიკურ მიზანშეწონილობას ეფუძნება, ვიდრე სამართლებრივ მოსაზრებებს. ამასთანავე, პოლიტიკურ მიზანშეწონილობასთან დაკავშირებული შეფასება გამომდინარეობს ექსპერტების მოსაზრებებიდან და არა რომელიმე სხვა ობიექტურად დადასტურებული სიღრმისეული ანალიზიდან. აღნიშნული თავისთავად საფრთხილო საქმეა, რადგან სხვა ქვეყნის პოლიტიკური კონტექსტის გააზრება საჭიროებს ისეთ სპეციფიკურ ცოდნას, რომელიც შესაძლოა არ უკავშირდებოდეს იურიდიულ პროფესიებს”, – ნათქვამია წერილში.
პარლამენტის თავმჯდომარის წერილის სრული ვერსია იხილეთ ბმულზე.

ასევე დაგაინტერესებთ

ანა ბუჩუკური – მამუკა ხაზარაძემ თქვა, თითქოს, ახალი პირობები წამოაყენაო გახარიამ, ეს სიმართლეს არ შეესაბამება – ხაზარაძემ თავის ბრიფინგში დაადასტურა, რომ მაინც და მაინც სამართლიანი არ იყო მათი პირობები