შალვა პაპუაშვილი ეუთო-ს გენერალურ მდივანს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ეუთო-ს გენერალურ მდივან ფერიდუნ სინირლიოღლუს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.
შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, რომ საქართველო ეუთო-ს აქტიური წევრია და დადებითად შეაფასა ეუთო-სთან თანამშრომლობა.
ფერიდუნ სინირლიოღლუს თქმით კი, ეუთო დიდ მნიშვნელობას ანიჭებს სტაბილურობასა და უსაფრთხოებას საქართველოში.
პარლამენტის ცნობით, მხარეებმა ისაუბრეს საქართველოს პოლიტიკურ პროცესებზე, პარლამენტის საკანონმდებლო საქმიანობასა და შემოდგომაზე დაგეგმილ ადგილობრივ არჩევნებზე.
შეხვედრაზე, აგრეთვე, განიხილეს რეგიონული თანამშრომლობის საკითხები. ხაზი გაესვა სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო მოლაპარაკებების მნიშვნელობას სამხრეთ კავკასიის რეგიონში მშვიდობისა და კეთილდღეობის უზრუნველსაყოფად.
„შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს ავსტრიის რესპუბლიკაში საქართველოს ელჩმა, ეუთო-სა და ქალაქ ვენაში განლაგებულ საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს მუდმივმა წარმომადგენელმა ალექსანდრე მაისურაძემ და პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის დელეგაციის ხელმძღვანელმა ნიკოლოზ სამხარაძემ“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

პაველ ჰერჩინსკი გაფართოების პროცესზე – უკრაინასა და მოლდოვასთან მიმართებაში წინ მივიწევთ, საქართველოსთან დაკავშირებით ეს პროცესი ჩიხშია შესული, რაც სამწუხაროა და ვშიშობ, რომ ქვეყანამ ეს ისტორიული შანსი შეიძლება დაიკარგოს

არჩილ გორდულაძე – გარედან დაფინანსებული ადამიანები თუ სხვა ადამიანს შეურაცხყოფას მიაყენებენ, ეს დონორების პასუხისმგებლობაცაა – ადგნენ ახლა ეს ადამიანები, კარგად გაითავისონ, რა არის მათი დარღვევა და თავი გააკონტროლონ