შალვა პაპუაშვილი – ეუთო/ოდირი ხომ უნდოდათ?! აგერ ეუთო, აგერ გენმდივნის განცხადება, რომელმაც წერტილი დაუსვა სპეკულაციებს – რეზოლუციაში კი უილსონის დაჟინებით აისახა ნახევარი წინადადება არჩევნებზე, რაც აჩვენებს, რომ ასამბლეა ინტრიგებისთვის გამოიყენება

ეუთო/ოდირი ხომ უნდოდათ?! აგერ ეუთო, აგერ ეუთო-ს გენერალური მდივანი და განცხადება, რომელმაც წერტილი დაუსვა ყველა სპეკულაციას – სინანულით უნდა აღინიშნოს, რომ ჯო უილსონის დამატების თანაავტორი იყო მათ შორის უკრაინის დელეგაცია. ეს არის ზურგში დანის დარტყმა ქართველი საზოგადოებისთვის, როდესაც უკრაინა, რომელიც ომშია, იცლის იმისთვის, რომ ქართველ ხალხს ძირი გამოუთხაროს. სამარცხვინოა უკრაინის დელეგაციის ასეთი საქციელი ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეაში,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, ომი დასრულდება და ბევრი განმარტების მოცემა მოუწევს ქართველი ხალხისთვის უკრაინის პოლიტიკურ ელიტას „იმ ქცევისთვის, რომელსაც ქართული საზოგადოება ხედავდა მხარდაჭერის საპასუხოდ“.
„ვნახეთ ეუთო-ს გენერალური მდივნის განცხადებები, რომელიც არჩევნებს შეეხებოდა და წერტილი დაუსვა ყველანაირი სპეკულაციის მცდელობას საქართველოს არჩევნებთან დაკავშირებით. ჩვენ როდესაც ვსაუბრობთ არჩევნების შეფასებაზე, უნდა გავიხსენოთ ერთი რამ, არჩევნებამდე ყველა, მათ შორის ბრიუსელი და ევროკავშირის წარმომადგენელი სხვადასხვა ქვეყანა, ამბობდა, რომ ეუთო/ოდირის დასკვნა იქნებოდა გადამწყვეტი არჩევნების შეფასებისას. დაიდო დასკვნა, ითქვა, რომ საქართველოს ჰყავს არჩეული ხელისუფლება, რომელიც წარმოადგენს ხალხს, ითქვა, რომ არჩევნების შედეგები ნებას ასახავს, ყველამ იმავე მომენტში გვერდზე გაწიეს ეუთო/ოდირის და დაიწყეს საკუთარი მოსაზრებების ტირაჟირება. რამდენიმე თვე გავიდა და გენერალურ მდივანს მოუწია პირდაპირ განცხადება ასამბლეაზე, რომ არჩევნები ჩატარდა და მოსახლეობის ნება ასახულია ამ შედეგში.
წერტილი დაუსვა ბრიუსელის, საქართველოში მოქმედი ზოგიერთი ელჩის მცდელობებს, რომ ძირი გამოუთხარონ ქართულ დემოკრატიას. ხომ ეუთო/ოდირი უნდოდათ?! აგერ ეუთო, აგერ ეუთო-ს გენერალური მდივანი და განცხადება, რომელმაც წერილი დაუსვა ყველა სპეკულაციას.
რაც შეეხება თავად მსვლელობას, რეზოლუციას, ვნახეთ, რომ საბოლოო ტექსტში, ჯო უილსონის დაჟინებული მოქმედებებით აისახა ნახევარი წინადადება, რომელიც ეხება არჩევნებს და ძალადობრივ აქციაზე დაკავებულ პირებს. ეს აჩვენებს, რომ ასამბლეა, როგორც საპარლამენტო ნაწილი ეუთო-სი, გამოიყენება ასეთ დროს პოლიტიკური ინტრიგებისთვის. ჩვენთვის გადამწყვეტია ეუთო-ს პოზიცია, რომელსაც გამოხატავს გენერალური მდივანი. სინანულით უნდა აღინიშნოს, რომ ჯო უილსონის ამ დამატების თანაავტორი იყო მათ შორის უკრაინის დელეგაცია. რამდენად მძიმეა ამის ყურება, მას შემდეგ რაც საქართველოს ხელისუფლებამ მხარდაჭერა აჩვენა უკრაინელი ხალხის მიმართ. ეს არის ზურგში დანის დარტყმა ქართველი საზოგადოსთვის, როდესაც უკრაინა, რომელიც ომშია, იცლის იმისთვის, რომ ქართველ ხალხს ძირი გამოუთხაროს.
სამარცხვინოა უკრაინის დელეგაციის ასეთი საქციელი ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაში. ეს ომი დასრულდება და ბევრი განმარტების მოცემა მოუწევს ქართველი ხალხისთვის უკრაინის პოლიტიკურ ელიტას იმ ქცევისთვის, რომელსაც ქართული საზოგადოება ხედავდა ჩვენი მხარდაჭერის საპასუხოდ. სხვადასხვა ფორუმებზე: ეუთო, PACE, უკრაინის დელეგაცია გამოირჩევა, ცდილობენ დააზიანონ ქართველები….რომ არა ეს ერთი წინადადება, მავნებლური, რომელიც უკრაინის დელეგაციის და ჯო უილსონის ინიციატივით იქნა შეტანილი, ჩვენი მხარდაჭერა ექნებოდა [რეზოლუციას]“, -აღნიშნა პაპუაშვილმა.