შალვა პაპუაშვილი – ეუთო/ოდირის ანგარიში არის გადამწყვეტი, მათი დასკვნით კი, 26 ოქტომბრის არჩევნები შედგა და საქართველოს არჩეული ხელისუფლება ჰყავს

პარლამენტის თავმჯდომარის, ს განცხადებით, ეუთო/ოდირის ანგარიში არის გადამწყვეტი, მისი დასკვნით კი, 26 ოქტომბრის შედგა და საქართველოს არჩეული ხელისუფლება ჰყავს.
როგორც პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, მან წინასწარ გააფრთხილა ეუთო/ოდირის მისია, რომ მათ ანგარიშთან დაკავშირებით სპეკულაციები იქნებოდა.
„ამ არჩევნებს 25 ათასი დამკვირვებელი აკვირდებოდა და რამდენიმე ასეული სადამკვირვებლო ორგანიზაცია იყო. ახლა ყველას უნდა დაიბრალოს, რომ მათი აზრი არის სინამდვილეში გადამწყვეტი. მთავარი სადამკვირვებლო ორგანიზაცია იყო ეუთო/ოდირი, მათ შორის ევროკავშირის პოზიციაც იყო ზუსტად ეს, რომ მათთვის გადამწყვეტი არის ეუთო/ოდირის ანგარიში. ახლა რატომღაც ზოგიერთ ევროპელს დაავიწყდა და მის მიერ დაფინანსებული NGO-ების აღქმებით გველაპარაკება ზოგიერთი ევროპელი პოლიტიკოსი, მათ შორის ის „შვიდეული“, რომელიც ჩვენ რამდენიმე დღის წინ თბილისში აქციაზე ვიხილეთ. სინამდვილეში, როცა შეფასებაზე ვსაუბრობთ, ეუთო/ოდირის ანგარიში არის გადამწყვეტი, რაც ყველამ ნახა, როგორც წერილობით, ისე ზეპირად. მათი მთავარი დასკვნა იყო ის, რომ არჩევნები შედგა და ქვეყანას ჰყავს არჩეული ხელისუფლება. ყველაზე დიდი ტყუილი, რომელიც სამწუხაროდ, ზუსტად ევროპელი ბიუროკრატების განცხადებებიდან გამომდინარე არის გამყარებული ხანდახან, არის ის, თითქოს ეუთო/ოდირის ტერმინოლოგიაში სადმე იძებნება ეს ფორმულა – თავისუფალი და სამართლიანი. ამაზე მქონდა ეუთო/ოდირის მისიასთანაც საუბარი. წინასწარ გავაფრთხილე, რომ ეს სპეკულაციები იქნება მათ ანგარიშთან დაკავშირებით და მზად იყვნენ, რომ ამაზე პასუხი ჰქონდეთ“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ