ეს ადამიანი, საქართველოში, ქვეყნის პარლამენტის წინ, ევროკავშირის დროშით შეიარაღებული ხელისუფლებას ამხობდა,”- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი წერს და ეხმაურება მარგუს ცაჰკნას განცხადებას ესტონეთ-რუსეთის საზღვართან დაკავშირებით.
როგორც ის აღნიშნავს, ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მას შემდეგ, რაც საქართველოში “ხელისუფლება ვერ დაამხო”, თავის ქვეყანაში არასასურველ პირად გამოაცხადა, ლაშა ტალახაძე სამგზის ოლიმპიური ჩემპიონი, რომელსაც უფრო მეტი ოქრო აქვს მოპოვებული ვიდრე მისი ქვეყნის ოლიმპიურ გუნდს ბოლო 20 წლის განმავლობაში.
,,7 შეამჩნიეს… შვიდი… თან შეამჩნიეს… და ეს ადამიანი, საქართველოში, ქვეყნის პარლამენტის წინ, ევროკავშირის დროშით შეიარაღებული ხელისუფლებას ამხობდა და რომ ვერ დაამხო, თავის ქვეყანაში არასასურველ პირად გამოაცხადა სამგზის ოლიმპიური ჩემპიონი, რომელსაც უფრო მეტი ოქრო აქვს მოპოვებული ვიდრე მისი ქვეყნის ოლიმპიურ გუნდს ბოლო 20 წლის განმავლობაში.
რომ ვიცოდეთ მაინც, ვინ მართავს თანამედროვე ევროპას,”- წერს პაპუაშვილი.
