შალვა პაპუაშვილი ესტონეთის პარლამენტის განცხადებაზე – მას შემდეგ, რაც საგარეო საქმეთა მინისტრი უცხო ქვეყანაში, დემოკრატიულად არჩეული ხელისუფლების წინააღმდეგ აქციაზე დადგა, გასაკვირი აღარაფერი აღარ არის

საქართველოს ხელისუფლება არჩეულია ქართველი ხალხის მიერ, რომ ქართველი ხალხის ინტერესები გაატაროს, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რომელიც ს პარლამენტში მიღებულ განცხადებასა და შესაძლო სანქციებს გამოეხმაურა.
მისი შეფასებით, “მას შემდეგ, რაც ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, ევროპული ღირებულებების დარღვევით, უცხო ქვეყანაში, დემოკრატიულად არჩეული ხელისუფლების წინააღმდეგ აქციაზე დადგა, გასაკვირი აღარაფერი აღარ არის”.
“მიუხედავად იმისა, თუ როგორ ანტიქართულად იქცევა სხვადასხვა პოლიტიკოსი, ჩვენი დამოკიდებულება ესტონელი ხალხის მიმართ არ იცვლება. ხელისუფლებები მიდიან და მოდიან, მთავარია ხალხებს შორის ურთიერთობა იყოს სწორი, ამისთვის ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ.
საქართველოს ხელისუფლება არჩეულია ქართველ ხალხის მიერ, რომ ქართველი ხალხის ინტერესები გაატაროს. როდესაც საკითხი დგას ქართველი ხალხის, თუ სხვათა ინტერესები, ჩვენ ვირჩევთ ქართველი ხალხის ინტერესებს. ოპოზიციამ გვაჩვენა, რომ ისინი პატრონყმული დამოკიდებულების მომხრეები არიან, როგორც ეტყვიან ბატონები ისე უნდა მოიქცნენ”, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
ცნობისთვის, ესტონეთის პარლამენტმა განცხადება მიიღო, სადაც საუბარია ს, მთავრობის წევრების, პარლამენტის ლიდერების და „ქართული ოცნების“ საპარლამენტო ჯგუფის წინააღმდეგ სანქციების დაწესებასა და მათ შორის ევროკავშირში შესვლის აკრძალვაზე, მიზეზი კი “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის გარშემო განვითარებული მოვლენებია.

ასევე დაგაინტერესებთ

მეთიუ მილერი სანქციებზე – აღნიშნული ქმედებები თანამშრომლობის ყოვლისმომცველი გადახედვის შედეგია – ვიმედოვნებთ, საქართველოს ხელისუფლება დაუბრუნდება გზას, რომელიც მის ხალხს ასე ნათლად სურს

“სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის ხალხების მიმართ ბოდიშის მოხდის, პოლიტიკური და ეკონომიკური ზეწოლის მეთოდებზე უარის თქმისა და სამშვიდობო ხელშეკრულებების ხელმოწერის საფუძველზე, შეიძლება მშვიდობიანი თანაარსებობისა და კეთილმეზობლური ურთიერთობებისკენ მიმავალი პროცესის დასაწყისი გახდეს”