– ელჩებმა მოახერხეს, რომ ევროკავშირი და პროევროპულობა გააიგივეს სიძულვილთან, ზიზღთან და ძალადობასთან – რაც შეეხება ინდოეთის მიმართ მტრულად განწყობილ ჯგუფებს, საქმე გვაქვს მრუდე ქართველების ჯგუფთან, რომელსაც ტვინს ურეცხავენ

პროევროპულობა საქართველოში იქცა ზიზღის, ძალადობის და მათ შორის ყველანაირი ღირებულებისგან განზე მდგომ დამოკიდებულებად – საქმე გვაქვს მრუდე ქართველების ჯგუფთან, რომელსაც ტვინს ურეცხავენ გარედან და ამ მრუდე ქართველების ხელში, რა თქმა უნდა, ჩვენი ქვეყანა არასდროს ჩავარდება , -ასე პასუხობს პარლამენტის თავმჯდომარე, კითხვას, რომ ინდოეთში მის „ვიზიტს დამცინავი და კრიტიკული შეფასებები მოჰყვა“.
როგორც შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, ბრიუსელის და მისი ელჩების მოხერხებით, საქართველოში ევროკავშირი და პროევროპულობა გააიგივეს, ზიზღთან და სიძულვილთან.
„ეს ზოგადად აჩვენებს ერთ რამეს, რომ პროევროპულობა საქართველოში იქცა ზიზღის, ძალადობის, მათ შორის ყველანაირი ღირებულებისგან განზე მდგომ დამოკიდებულებად. ეს არის ის, რაც სამწუხაროდ, შექმნა დღეს ბრიუსელმა საქართველოში, მისმა ელჩებმა მოახერხეს ის, რომ ევროკავშირი და პროვეროპულობა გააიგივეს სიძულვილთან, ზიზღთან და ძალადობასთან. ეს ზიზღი. საბოლოო ჯამში, თავად მიუბრუნდებათ, რომ იცოდნენ, იმიტომ, რომ ზოგიერთი ევროპული ქვეყნის ასეთი ისტორიული გამოცდილებაა, რომლებიც სხვაგან ბოროტებას თესავდნენ და საბოლოო ჯამში, საკუთარ ქვეყანაში მიიღეს ეს ბოროტება. ასე რომ ეს ზიზღი, საბოლოო ჯამში, მათვე მიუბრუნდებათ.
რაც შეეხება ამ ქვეყნის [ინდოეთის] მიმართ მტრულად განწყობილ ჯგუფებს, მათი საფიცარი სხვაგან არის. მილიონ ნახევრიანი ს საგარეო საქმეთა მინისტრის იქით, მილიარდ ნახევრიანი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრს ვერ ხედავენ. ეს არის მათი დამოკიდებულება სამყაროს მიმართ, მაგრამ რაც ყველაზე უფრო უბედურია, ეს არის მათი დამოკიდებულება საკუთარი ქვეყნის მიმართ. ამიტომაც ვამბობთ, რომ ჩვენ საქმე გვაქვს მრუდე ქართველების ჯგუფთან, რომელსაც ტვინს ურეცხავენ გარედან და ამ მრუდე ქართველების ხელში, რა თქმა უნდა, ჩვენი ქვეყანა არასდროს ჩავარდება“ , – აცხადებს პაპუაშვილი.