– ევროპარლამენტის ღირსების საკითხია, რომ რასა იუკნევიჩიენემ ბოდიში მოიხადოს ქართველი ხალხის მიმართ მისი ფაშისტური განცხადებებისთვის

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ევროპარლამენტარ რასა იუკნევიჩიენეს განცხადებას ეხმაურება და აცხადებს, რომ ევროპარლამენტარმა მისი განცხადებების გამო ბოდიში უნდა მოიხადოს. საუბარია იუკნევიჩიენეს შემდეგ განცხადებაზე: „გვაშფოთებს, რომ საქართველოში, ევროპულ კონტინენტზე კიდევ ერთი დიქტატურა დამყარდება“.
„ამას ამბობს დიქტატორ სააკაშვილის მეგობარი რასა იუკნევიჩიენე, რომელიც „ქართულ ოცნებასა“ და მის 1 120 000 ამომრჩეველს დამნაშავესა და ინფექციას უწოდებს.
ევროპარლამენტის ღირსების საკითხია, რომ ამ ადამიანმა ბოდიში მოიხადოს ქართველი ხალხის მიმართ მისი ფაშისტური განცხადებებისთვის“, – წერს შალვა პაპუაშვილი.

ასევე დაგაინტერესებთ

მეუფე იობი – დასრულდა ილია მეორის ეპოქა და იწყება ახალი ეპოქა -მომავალში დაიწყება საქართველოს სულიერი გაბრწყინება და მადლობა უფალს, რომ ჩვენი ერი და სამოციქულო ეკლესია მიდის სწორი გზით