– ევროპარლამენტის ლიეტუველი წევრის, რასა იუკნევიჩიენეს განცხადებები უკვე ძალიან მიუახლოვდა ფაშისტური განცხადებების ზღვარს – მე მას ვეტყოდი: არ შეიძლება სტალინის ზიზღით, მთელი ერი შეიზიზღო

ევროპარლამენტის ლიეტუველი წევრის, რასა იუკნევიჩიენეს განცხადებები უკვე ძალიან მიუახლოვდა ფაშისტური განცხადებების ზღვარს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, სოციალურ ქსელში წერს.
როგორც ის აღნიშნავს, დროა, ბრიუსელში გამოჩნდეს საღი აზრი, რომელიც „დემოკრატიის და ადამიანის ღირსების არმცნობ ამ ტენდენციას შეაჩერებს”.
,,ევროპარლამენტის ლიეტუველი წევრის, რასა იუკნევიჩიენეს განცხადებები უკვე ძალიან მიუახლოვდა ფაშისტური განცხადებების ზღვარს.
“დამნაშავეა ხალხი…”, “ინფექცია უნდა შევაჩეროთ…”
თუ მისგან წახალისებული რადიკალების ზიზღის ენის განვითარების გზას შევხედავთ, შემდეგ ჯერზე, წესით, ქართველ ხალხს “მონა” ან “ბიომასა” უნდა გვიწოდოს…
დროა, ბრიუსელში, გამოჩნდეს საღი აზრი, რომელიც დემოკრატიის და ადამიანის ღირსების არმცნობ ამ სამარცხვინო ტენდენციას შეაჩერებს.
რასა იუკნევიჩიენეს კი ვეტყოდი – არ შეიძლება სტალინის ზიზღით, მთელი ერი შეიზიზღო“ – წერს პაპუაშვილი.
ცნობისთვის, საქართველოზე ევროპარლამენტის მუდმივმა მომხსენებელმა, ევროპარლამენტარმა რასა იუკნევიჩიენემ „ევროპის სახალხო პარტიის” შეკრებაზე განაცხადა, რომ „საქართველოს რეჟიმი კრემლის მიერ სახელმწიფოს შიგნიდან მიტაცების მაგალითია”.
„ეს შეიძლება ასევე ევროკავშირის წევრებს დაემართოთ, თუ ამ ინფექციას დროულად არ შევაჩერებთ“,- განაცხადა იუკნევიჩიანემ.

ასევე დაგაინტერესებთ

ალექსანდრე დარახველიძე – ბოლო 7 თვეში, ნარკოდანაშაულისთვის, ჯამში, დაკავებული და სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემულია 5000-ზე მეტი ადამიანი, მათ შორის 2000-მდე ნარკორეალიზაციაში იყო ჩართული

საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა – გისურვებთ, რომ მომავალმა წელმა მოიტანოს მშვიდობა, კეთილდღეობა და ევროპული მომავლის რწმენა – ჩვენ გვჯერა საქართველოსი, ისევე როგორც ქართველ ხალხს სჯერა ევროკავშირის