საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე საქართველოს პროგრესს ეხმიანება და აღნიშნავს, რომ ორი ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯიდან, პირველი – კანდიდატის სტატუსი, უკვე მიღწეულია.
მისი თქმით, საქართველო ძალისხმევას არ დაიშურებს, რომ გახდეს ევროკავშირის სრულფასოვანი წევრი.
„ეს დამსახურებული გადაწყვეტილება არის ჩვენი მტკიცე ერთგულების და სტაბილური პროგრესის დასტური. ძალისხმევას არ დავიშურებთ, რომ ჩვენმა ქვეყანამ მიაღწიოს მეორე უმნიშვნელოვანეს ნაბიჯს – ევროკავშირის სრულფასოვან წევრობას!“ – წერს შალვა პაპუაშვილი X-ზე (ყოფილი “ტვიტერი”).