შალვა პაპუაშვილი – ევროკავშირის უმეტეს ქვეყანაში ნიღბიანებს არაფერი ესაქმებათ აქციაზე – გამოდის, რომ თქვენ ევროპას ეძახით რეპრესიულ სივრცეს?

საინტერესოა, რომ თქვენ ევროპულ სტანდარტს რეპრესიას ეძახით, – ასე უპასუხა პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა საარჩევნო კოლეგიის მიერ პრეზიდენტის თანამდებობაზე არჩეული ს მიერ 28 კანონპროექტის ხელის მოწერას.
როგორც პაპუაშვილი განმარტავს, „აქციაზე ნიღბიანებს არაფერი ესაქმებათ“.
„როგორ ფიქრობთ, ის სივრცე, საიდანაც სხვადასხვა ჯგუფები ამბობენ მივისწრაფვითო, ის სივრცე რეპრესიული სივრცეა? ევროკავშირის უმეტეს ქვეყანაში ნიღბიანებს არაფერი ესაქმებათ აქციაზე. როცა ცრემლსადენი გაზის გამოყენება ხდება, ხდება იმის გამო, რომ აქცია კანონიერი ჩარჩოებიდანაა გასული. შესაბამისად, როცა სპეციალური საშუალების გამოყენება ხდება, იმის ნიშანია, რომ ადამიანი სახლში უნდა წავიდეს და არა უფრო მეტი წინააღმდეგობა გაუწიოს. ნიღბიანებს არაფერი ესაქმებათ აქციაზე, ნიღბიანების აქცია მე არ გამიგია სადაური წესია, ამას ბევრი მიზეზი აქვს, მათ შორის, რატომაც არის ევროპაში ნიღბების ტარება აკრძალული, გამოდის, რომ თქვენ ევროპას ეძახით რეპრესიულ სივრცეს?“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

მარიამ ლაშხი: არჩევნებში ოპოზიციის მონაწილეობა-არმონაწილეობით არაფერი შეიცვლება, გავაგრძელებთ როგორც თბილისის, ასევე, რეგიონების გაძლიერებას და ხალხის ნდობით დამაჯერებლად გავიმარჯვებთ

კახა კალაძე – ნიკა მელია დაჭერილი კაცია და არ მინდა, რაღაც ისე გამომივიდეს დაკავებულ ადამიანზე – მისი საქციელი და ქმედებები არაადეკვატურია, ის იმ რადიკალური დაჯგუფების წარმომადგენელია, რომელიც გარედან იმართება

ლევან სანიკიძე – მე საერთოდ არ ვიმსჯელებ ამ იდიოტიზმზე, რაც მხოლოდ თბილისში არჩევნებში მონაწილეობის მიღებასთან არის დაკავშირებული – ჩვენი მიზანი არის ივანიშვილს წავართვათ საქართველო და არა თბილისი