შალვა პაპუაშვილი – ევროკავშირის პრესსპიკერი სოლიდარობას უცხადებს ლევან ხაბეიშვილის ორგანიზებულ 4 ოქტომბრის დამხობის ღონისძიებას – აბსოლუტური კატასტროფაა, ეს არის პასუხისმგებლობის გაზიარება შესაძლო ძალადობაზე

პარლამენტის თავმჯდომარის ს განცხადებით, „აბსოლუტური კატასტროფაა“ ის, რომ ევროკომისიის პრესსპიკერი თავისი განცხადებით სოლიდარობას უცხადებს „4 ოქტომბერს დაანონსებულ დამხობასა და ძალადობას“.
როგორც შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, თუ 4 ოქტომბერს იქნება ძალადობა, პასუხისმგებლობა დაეკისრება ევროკომისიასაც მისი პრესსპიკერის განცხადების გამო.
„4 ოქტომბერს დააანონსეს დამხობა, ანუ ძალადობა. სწორედ ეს არის მთავარი საკითხი. მინდა ასევე შევეხო ევროკომისიის პრესსპიკერის განცხადებას, რაც ჩვენ მოვისმინეთ, ეს იყო აბსოლუტური კატასტროფა, რაც ჩვენ მოვისმინეთ. პრესსპიკერი სოლიდარობას უცხადებს ს ორგანიზებულ 4 ოქტომბრის დამხობის ღონისძიებას. თქვა, რომ სოლიდარულია აქციის მონაწილეების მიმართ. რას უცხადებს სოლიდარობას, რომ გავითვალისწინოთ – „ნაციონალურმა მოძრაობამ“ 4 ოქტომბერს, 16:00 საათზე, როდესაც ჯერ კიდევ მიმდინარეობს და ხმის მიცემა, დააანონსა ძალადობრივი აქცია, დამხობა და ქვეყნის ატრიალება“, – განაცხადა პაპუაშვილმა.
პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, ამ განცხადებით, ევროკომისიის პრესსპიკერი სოლიდარობას უცხადებს ლევან ხაბეიშვილის და „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ 4 ოქტომბერს დაანონსებულ აქციას.
„აბსოლუტური ღირებულებითი კატასტროფა არის, რაც ჩვენ ამ სიტყვებში ამოვიკითხეთ. ეს არის პირდაპირი პასუხისმგებლობის გაზიარება იმ შესაძლო ძალადობაზე, რაც „ნაციონალური მოძრაობის“ დაორგანიზებული აქციიდან იქნება. ამიტომ, მინდა გუშინდელი განცხადება კარგად დაიმახსოვროს ყველა ქართველმა და უცხოელმა- 4 ოქტომბერ თუკი იქნება რაიმე ძალადობა, ერთ ქვასაც თუ ვინმე გაისვრის პოლიციის მიმართულებით, აღარ ვსაუბრობ „მოლოტოვის კოქტეილებზე“ და რაღაცებზე, ძალადობის ერთი ფაქტიც თუ იქნება, ამ ძალადობაზე პასუხისმგებლობა გაზიარებული აქვს გუშინდელი განცხადებით ევროკომისიას მისი პრესსპიკერის სახით. ეს უნდა აღიქვას ევროკომისიამ, საქართველო არავის სათამაშო არ არის. ქართველების ბედი, მათი სიცოცხლე და ჯანმრთელობა ბრიუსელის სათამაშო ინსტრუმენტი არ არის. ან არიან გულუბრყვილოები, მიამიტები და საერთოდ ვერ ხვდებიან, რასთან აქვთ საქმე. როგორ დაუტრიალდა ეს სიტყვა, რომ 4 ოქტომბერს ოფიციალურად დაანონსებულ ძალადობის აქციას, „ნაციონალურ მოძრაობას“ სოლიდარობა გამოუცხადა. ქართულ ენაში ვერკვევი და სიტყვა „დამხობა“ რას ნიშნავს ლიტერატურულად, რას ნიშნავს სისხლის სამართლის კოდექსში, ეს იცის საქართველომ თავისი 90-იანი წლების ისტორიით. ვინმეს თუ ჰგონია, აქ შტერი არავინ არის“, – განაცხადა პაპუაშვილმა.
ცნობისთვის, ტელეკომპანია „ფორმულას“ ინფორმაციით, საგარეო ურთიერთობათა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკომისიის სპიკერმა, ანიტა ჰიპერმა 4 ოქტომბერს დაგეგმილ საპროტესტო აქციასთან დაკავშირებით განაცხადა: „სოლიდარობას ვუცხადებთ ქართველ ხალხს, რომელიც გაბედულად და მშვიდობიანად გამოდის ქუჩებში, აწყობს დემონსტრაციებს ევროპული ღირებულებებისთვის, დემოკრატიისა და სიტყვის თავისუფლებისთვის. ევროკავშირი მხარს უჭერს დემოკრატიას, აყვავებას. ჩვენი გზავნილია საქართველოს ხელისუფლებისთვის, რომ უფლება მისცეს დემონსტრაციის, არ შეუშინდეს თავისუფალი მოქალაქეების პლურალიზმს, რომლებსაც სურთ, მათ ხმას მოუსმინონ“.

ასევე დაგაინტერესებთ

შუშანა მაცაბერიძე – აღსრულების ბიუროდან შეტყობინება მიიტანეს ჩემი ოჯახის სახლში, რომელიც ჩემს სახელზე არ არის გაფორმებული და ჩაწერილიც კი არ ვარ – 3 წლის წინ გადავწყვიტე, რომ რეჟიმს არაფერს გადავუხდი