ევროკავშირის მიერ დაფინანსებულ ერთ-ერთ მედიასაშუალებას, „ჯემნიუსის“ აფხაზეთი, სამხრეთ ოსეთი და საქართველო ცალკე სახელმწიფოებად აქვს მონიშნული, რა ხდება, ევროკავშირმა აღიარა ჩვენი ტერიტორიის დაშლა, აღიარა ოკუპაცია, თუ რასთან გვაქვს საქმე? – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, „საქართველოში ისეთი მედიის დაფინანსება, რომელიც აფხაზეთს და სამხრეთ ოსეთს ცალკე ქვეყნებად მოიხსენიებს, არც ჯდება არც ევროკავშირის და არც ქართულ პოლიტიკაში“.
„შედით „ჯემნიუსის“ ვებგვერდზე, ცალკე სახელმწიფოებად აქვს მონიშნული აფხაზეთი, სამხრეთ ოსეთი და საქართველო, ევროკავშირის მიერ დაფინანსებულ მედიას. რა ხდება, ევროკავშირმა აღიარა ჩვენი ტერიტორიის დაშლა? აღიარა ოკუპაცია, თუ რასთან გვაქვს საქმე? ასეთი უპასუხისმგებლო დონორები რომ არიან საქართველოში, ჯობია, იყვნენ გამჭვირვალე და ხალხის რეაქციებიდან მიხვდებიან, რა არის სწორი და რა – არა. საქართველოში მედიის დაფინანსება, რომელიც აფხაზეთს და სამხრეთ ოსეთს მოიხსენიებს ცალკე ქვეყნებად, არც ევროკავშირის პოლიტიკაში ჯდება და არც ქართულ პოლიტიკაში“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.