შალვა პაპუაშვილი – ევროკავშირის ბიუჯეტიდან დაფინანსებული ორგანიზაციების თანამშრომლები ღიად არიან დაკავებული ტერორით, ადამიანს როცა ემუქრები ტყვიით და საჯაროდ უვარდები, ესაა ზუსტად ტერორი

როდესაც პოლიტიკური თანამდებობის პირების წინააღმდეგ მიდის ღია ტერორის კომპანია, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია ამაზე რეაგირება. მე კვლავ ვაკვირდები გააგრძელებენ თუ არა ორგანიზაციები და ქვეყნები თანამშრომლობას იმ ადგილობრივ ორგანიზაციებთან, რომლებიც რადიკალური დღის წესრიგით და პოლიტიკური ექსტრემიზმით არიან დაკავებული. ვინმეს თუ უნდა, რომ ამით ხელი რამეს დააფაროს, ეს მათი პრობლემაა, – ამ სიტყვებით გამოეხმაურა პლენარულ სხდომაზე პარლამენტის თავმჯდომარე ოპოზიციონერი დეპუტატის, ს განცხადებას.
როგორც შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, სხდომაზე უმრავლესობის მიმართ ოპოზიციონერი დეპუტატების მხრიდან გაკეთდა ცილისმწამებლური განცხადებები.
„როცა თქვენ საუბრობთ სხვადასხვა ფაქტებზე და ამბობთ, რომ თითქოს რაღაც ორგანიზებულია უმრავლესობის თუ ხელისუფლების მხრიდან, ეს არის ცილისწამება, რადგან თქვენ ამის საფუძველი არ გაქვთ და პირიქით, ადგილი აქვს ზიზღის, ძალადობის და ტერორის კამპანიას უმრავლესობის წევრების წინააღმდეგ. აქ ხომ ხილულად ვიცით რაც ხდება. ორგანიზაციები, რომლებიც ევროკავშირის ბიუჯეტიდან ფინანსდებიან, ამ ორგანიზაციის თანამშრომლები ღიად დაკავებული არიან ტერორით. როცა ადამიანს ემუქრები ტყვიით, ურეკავ, შეურაცხყოფას აყენებ და საჯაროდ მიუვარდები – ეს არის ზუსტად ტერორი და თქვენ ამაზე რეაგირება არ გაქვთ, რაც გასაგებია. ხოლო ის რაც იკადრა ქალბატონმა თეონა აქუბარდიამ, ეს რა თქმა უნდა მიუღებელია, მაგრამ იმ პოლიტიკური მორალის ადამიანების მხრიდან, რომლებიც რადიკალურ ოპოზიციაში არიან, ეს გასაკვირი არ არის“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

ასევე დაგაინტერესებთ

რამაზ საყვარელიძე – ხაზარაძე-გახარიას გაერთიანების შემთხვევაში, შესაძლოა, ნაკლები შედეგი ჰქონოდა, ხმები დაეკარგათ – ეს მათ იციან, თუმცა პრეზიდენტმა არ იცის, ცოცხალი პოლიტიკური ბრძოლის გამოცდილება არ აქვს, პრეზიდენტობაც კი გაუჭირდა

გივი მიქანაძე აშშ-ის მიერ დაწესებულ სანქციებსა და სავიზო შეზღუდვაზე – წინასაარჩევნო პერიოდში უცხო ქვეყნის მხრიდან მსგავსი ქმედებების განხორციელება წარმოადგენს წინასაარჩევნო პროცესში ჩარევას

გივი მიქანაძის განცხადებით „ნაციონალური მოძრაობის“ და „კოალიცია ცვლილებებისთვის“ წარმომადგენლებმა, ქუთაისსა და გორში, „ქართული ოცნების“ შეხვედრების ჩაშლა სცადეს, რაც საარჩევნო კამპანიაში ხელისშეშლას წარმოადგენს