ზუსტად 7 წლის წინ, ჩვენმა მოქალაქეებმა მიიღეს შესაძლებლობა, თავისუფლად ემოგზაურათ ევროპაში, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელ X წერს.
როგორც შალვა პაპუაშვილი აღნიშნავს, ხელისუფლების ძალისხმევის შედეგად შესაძლებელი გახდა, რომ საქართველოს უვიზო ან გამარტივებული სავიზო მიმოსვლა ჰქონდეს მრავალ ქვეყანასთან, მათ შორის ჩინეთთან.
„ზუსტად 7 წლის წინ, ჩვენმა მოქალაქეებმა მიიღეს შესაძლებლობა, თავისუფლად ემოგზაურათ ევროპაში.
ბევრი მოელოდა ხალხის საქართველოდან მასობრივ გასვლას, მაგრამ, დღევანდელი გადმოსახედიდან, უვიზო მიმოსვლამ მხოლოდ ახალი ჰორიზონტები გაუხსნა ჩვენს მოქალაქეებს და საინტერესო გამოცდილებების მიღების საშუალება მისცა.
ახლა, ევროინტეგრაციის გზაზე ქართული ოცნების მიერ მიღწეული ათწლიანი პროგრესის შემდეგ, როდესაც ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსიც მოვიპოვეთ, უვიზო მიმოსვლის მეშვიდე წლისთავი ყველა ჩვენს მიღწევას გვახსენებს.
ჩვენ დავამყარეთ უვიზო ან გამარტივებული სავიზო მიმოსვლა მრავალ ქვეყანასთან, მათ შორის ყველაზე ბოლოს ჩინეთთან. ვაგრძელებთ მუშაობას ამ კუთხით სხვა ქვეყნებთანაც, რათა სახელმწიფოებს შორის პარტნიორობის სიკეთეები კიდევ უფრო ხელშესახები გახდეს ჩვენი მოქალაქეებისთვის.
ასევე “პასპორტის გლობალურ ინდექსში” ქართული პასპორტი 51-ე ადგილს იკავებს, ჩვენ მოქალაქეებს უვიზოდ ან გამარტივებული სავიზო პროცედურებით 122 ქვეყნის მონახულება შეუძლიათ.
და, რაღა თქმა უნდა, გველოდეთ #EURO2024,” – წერს შალვა პაპუაშვილი.